ნინო მანჯავიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო მანჯავიძე
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1942(1942-10-20)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი მაისი, 2021 (78 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ნონა მანჯავიძე (დ. 20 ოქტომბერი, 1942, თბილისი — გ. 2021) — ქართველი ექიმი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1988).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს დაამთავრა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. იკვლევდა პლაცენტის ონკოლოგიურ, ჰისტოქიმიურ და ზოგიერთ კლინიკურ დაავადებებს დედასა და ბავშვს შორის ABO ჯგუფური შეთავსების მიხედვით. ასევე მემკვიდრეობით მიდრეკილებების როლსა და შემაერთებელი ქსოვილის სისტემის მდგომარეობას ალერგიის ფორმირებაში ადრეული ასაკის ბავშვებში. ავტორია 148 სამეცნიერო ნაშრომის პედიატრიის აქტუალურ საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პლაცენტის ონკოლოგიური, ჰისტოქიმიური და ზოგიერთი კლინიკურ გამოკვლევათა საკითხისათვის დედასა და ბავშვს შორის ABO ჯგუფური შეთავსების მიხედვით", დაიცვა 1973 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მემკვიდრეობითი მიდრეკილების როლი და შემაერთებელი ქსოვილის სისტემის მდგომარეობა ალერგიის ფორმირებაში ადრეული ასაკის ბავშვებში",დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები, პრიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პედიატრია : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწავლებლის სტუდენტებისათვის : 2 ტომად (თანაავტორი) // ტ. 1. - თბილისი, შპს "თობალისი", 2010. - 528 გვ.. - ISBN: 978-9941-423-09-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]