მემკვიდრეობითობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემკვიდრეობითობა — ორგანიზმების თვისება, გადასცენ საკუთარი ნიშან-თვისებები და განვითარების მახასიათებლები შთამომავლობას. ამ თვისების წყალობით ყველა ცოცხალი ორგანიზმი საკუთარ შთამომავლებში ინახავს სახეობის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. მემკვიდრული ნიშნების ამგვარი დამემკვიდრება უზრუნველყოფილია გენეტიკური ინფორმაციის გადაცემით. ეუკარიოტებში მემკვიდრეობითობის მატერიალურ ერთეულებს წარმოადგენენ გენები, რომლებიც ლოკალიზებულია ბირთვის ქრომოსომებსა და ორგანელების დნმ-ში. მემკვიდრეობითობა ცვალებადობასთან ერთად უზრუნველყოფს სიცოცხლის ფორმების მუდმივობასა და მრავალფეროვნებას და საფუძვლად უდევს ცოცხალი ბუნების ევულოციას[1]. მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა გენეტიკის შესწავლის საგანს წარმოადგენს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Тарантул В.З. Толковый биотехнологический словарь. Русско-английский. — М.: Языки славянских культур, 2009. — გვ. 936 . — ISBN 978-5-9551-0342-6