ნილ დეგრას ტაისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნილ დეგრას ტაისონი
Tyson - Apollo 40th anniversary 2009.jpg
ნილ დეგრას ტაისონი
მშობ. სახელი Neil deGrasse Tyson
მოქალაქეობა ამერიკელი
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი
ტეხასის უნივერსიტეტი
ჰარვარდის უნივერსიტეტი
ბრონქსის მეცნიერების სკოლა
ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც მოკლა პლუტონი[1]
საიტი haydenplanetarium.org/tyson

ნილ დეგრას ტაისონი (ინგლ. Neil deGrasse Tyson; დ. 5 ოქტომბერი 1958, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მწერალი და სამეცნიერო კომუნიკატორი. ამჟამად ის როუზის სახელობის დედამიწისა და კოსმოსის ცენტრში მდებარე ჰაიდენის პლანეტარიუმის დირექტორია, ასევე ასოცირებული მკვლევარი ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ასტროფიზიკის განყოფილებაში. 2006-2011 წლებში მიყავდა სატელევიზიო შოუ „NOVA ScienceNow", ხშირად სტუმრობდა გადაცემებს „დეილი შოუ", „კოლბერტ რიფორთი" და „თანამედროვე დროში ბილ მეიერთან ერთად". 2009 წლის შემდეგ სტუმრებს იწვევს რადიოშოუში „StarTalk". 2014 წელს წაიყვანა დოკუმენტური სერიალი „კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეა", რომელიც განახლებული ვარიანტია კარლ სეიგანის სატელევიზიო სერიალისა „კოსმოსი: პერსონალური მოგზაურობა" (1980).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 წელს სრულყოფილების მედალი კოლუმბიის უნივერსიტეტისგან[2]
  • 2004 წელს ნასას მედალი გამორჩეული სახალხო სამსახურისთვის
  • 2007 წელს კლოპსტეგის სამახსოვრო ჯილდო
  • 2009 წელს დუგლას მოროუს სახელობის ხალხთან ურთიერთობის ჯილდო კოსმოსის ფონდისგან კოსმოსური პროგრამების შესახებ საზოგადო ცოდნის ამაღლების საკითხში მნიშვნელოვანი წვლილისთვის[3]
  • 2009 წელს აიზეკ აზიმოვის ჯილდო ამერიკული ჰუმანისტური ორგანიზაციისგან[4]
  • 2014 წელს კრიტიკოსების რჩეული რეალითი შოუს ტელეწამყვანი[5]

საპატიო დოქტორის ხარისხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1997 წელს იორკის კოლეჯისგან, ნიუ-იორკის საუნივერსიტეტო ქალაქი
  • 2000 წელს რამაპოს კოლეჯი, მავა, ნიუ-ჯერსი
  • 2000 წელს დომინიკური კოლეჯი, ორეინჯბურგი, ნიუ-იორკი
  • 2001 წელს რიჩმონდის უნივერსიტეტი, რიჩმონდი, ვირჯინია
  • 2002 წელს ბუმფილდის კოლეჯი, ბლუმფილდი, ნიუ-ჯერსი
  • 2003 წელს ჩრდილო-აღმოსავლური უნივერსიტეტი, ბოსტონი, მასაჩუსეტსი
  • 2004 წელს სთეითენ აილენდის კოლეჯი, ნიუ-იორკის საუნივერსიტეტო ქალაქი
  • 2006 წელს პეისის უნივერსიტეტი, ქალაქი ნიუ-იორკი
  • 2007 წელს უილიამსის კოლეჯი, უილიამსთაუნი, მასაჩუსეტსი
  • 2007 წელს ვუსტერის პოლიტექნიკური ინსტიტური, ვუსტერი, მასაჩუსეტსი
  • 2008 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტი, ფილადელფია, პენსილვანია
  • 2010 წელს ალაბამას უნივერსიტეტი ჰანტსვილში, ჰანტსვილი, ალაბამა
  • 2010 წელს რენსლაირის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ტროა, ნიუ-იორკი
  • 2010 წელს აღმოსავლეთ კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვილიმანტიკი, კონექტიკუტი
  • 2011 წელს გეტისბერგის კოლეჯი, გეტისბერგი, პენსილვანია
  • 2012 წელს მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯი, სამხრეთ ჰადლი, მასაჩუსეტსი
  • 2012 წელს დასავლეთ ახალი ინგლისის უნივერსიტეტი, სპრინგფილდი, მასაჩუსეტსი

რეპუტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000 წელს ყველაზე სექსუალური თანამედროვე ასტროფიზიკოსი, ჟურნალი People[6]
  • 2001 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა საზოგადოებამ ასტეროიდ 1994KA-ს უწოდა 13123 Tyson
  • 2001 წელს The Tech 100, შედგენილი ჟურნალ Crain-ის რედაქტორების მიერ, მასში შედის ნიუ-იორკის 100 ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური ლიდერი
  • 2004 წელს 50 ყველაზე მნიშვნელოვანი აფრო-ამერიკელი მკვლევარი მეცნიერი
  • 2007 წელს The Time 100, შედგენილი ჟურნალ Time-ის რედაქტორების მიერ, მასში შედის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი[7]
  • 2008 წელს Discover-ის ჟურნალმა შეიყვანა "მეცნიერებაში 10 ყველაზე გავლენიან ადამიანში"[8]

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მერლინის მოგზაურობა სამყაროში (1989)
  • სამყარო დედამიწაზე დაეშვა (1994)
  • უბრალოდ ამ პლანეტაზე სტუმრობა (1998)
  • ერთი სამყარო: სახლი კოსმოსში (2000)
  • კოსმოსური ჰორიზონტები: ასტრონომია განვითარების მწვერვალზე (2000)
  • ვარსკვლავების ქალაქი: ნიუ-იორკელის მეგზური კოსმოსში (2002)
  • ჩემი საყვარელი სამყარო (12 ნაწილიანი ლექციების სერია) (2003)
  • წარმოშობა: სამყაროს 14 მილიარდ წლიანი ევოლუცია (თანაავტორი დონალდ გოლდსმიტთან ერთად) (2004)
  • ცა არ არის საზღვარი: ქალაქელი ასტროფიზიკოსის თავგადასავლები (პირველი ნაწილი 2000 წელს / მეორე ნაწილი 2004 წელს)
  • სიკვდილი შავ ხვრელში და სხვა კოსმოსური სიძნელეები (2007)
  • პლუტონის ფაილები: ამერიკის საყვარელი პლანეტის აღზევება და დაცემა (2009)
  • კოსმოსის ქრონიკები: საბოლოო საზღვრის პირისპირ (2012)
  • Astrophysics for People in a Hurry (2017)

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]