კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეა
Cosmos A Spacetime Odyssey.jpg
ჟანრი სამეცნიერო დოკუმენტური
ავტორი ენ დრუიანი
სტივენ სოტერი
ეფუძნება კოსმოსი: პერსონალურო მოგზაურობა
რეჟისორი ბრენონ ბრაგა
ბილ პოული
მთხრობელი ნილ დეგრას ტაისონი
კომპოზიტორი ალან სილვესტრი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
სერია 13
კომპანია
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ბრენონ ბრაგა
სეთ მაკფარლეინი
ენ დრუიანი
ხანგრძლივობა 44 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი National Geographic Channel
აუდიო ფორმატი სტერეო
პირველად ეთერში 2014 წლის 9 მარტი
უკანასკნელად ეთერში 2014 წლის 8 ივნისი
საიტი natgeotv.com/ru/cosmos-a-spacetime-odyssey

კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეა (ინგლ. Cosmos: A Spacetime Odyssey) — 2014 წელს შექმნილი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების ციკლი, რომელიც 1980 წლის კარლ სეიგანის მიერ შექმნილი სერიალის — „კოსმოსი: პერსონალურო მოგზაურობა“ გაგრძელებაა.

დოკუმენტური ფილმების ციკლის ხელახალი შექმნის ინიციატორი, ორიგინალური სერიალის შემქნელის და წამყვანის, კარლ სეიგანის მეუღლე ენ დრუიანი იყო. სერიალის ძირითადი თემები და შინაარსი ეფუძნება ორიგინალურ ვერსიას. განახლებული შოუს წამყვანი გახდა ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი, მწერალი და მეცნიერების პოპულარიზატორი ნილ დეგრას ტაისონი.

ფილმების ციკლი შედგება 13 ნაწილისგან და გადიოდა მრავალ ქვეყანაში ისეთ არხების მეშვეობით როგორებიცაა National Geographic Channel და Fox Broadcasting Company.

დოკუმენტურ ფილმებში მარტივი და გასაგები ენით, უახლესი კომპიუტერული გრაფიკით, ანიმაციით და თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით, მოთხრობილია ისეთ ფენომენებზე როგორებიცაა კოსმოსი, თავისი უკიდეგანო სივრცეებით. ფილმების მთავარი თემებია გალაქტიკები, ვარსკვლავები, პლანეტები, კომეტები, შავი ხვრელები, პულსარები, კვაზარები და ა. შ.

ფილმები მხოლოდ კოსმოსის თემით არ შემოიფარგლება, ასევე აღწერილია ბუნება ატომების და მოლეკულების დონეზე, ფუნდამენტური მოვლენები, განხილულია დედამიწის შორეული წარსული, მისი შექმნიდან დღემდე და პლანეტის შესაძლო ბედი მილიონობით წლის შემდეგ. რამდენიმე ეპიზოდში გამახვილებულია ყურადღება დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ვერსიებზე, ევოლუციაზე, მის ბიოქიმიაზე, დნმ-ზე, გენეტიკაზე, ელექტრომაგნეტიზმზე, გრავიტაციაზე და პლანეტაზე მიმდინარე უმნიშვნელოვანს მოვლენებზე,

ციკლის ყოველ ფილმში ანიმაციის საშუალებით გაცოცხლებულია ისეთი მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიები, როგორებიც იყვნენ ჯორდანო ბრუნო, ედმუნდ ჰალეი, რობერტ ჰუკი, უილიამ ჰერშელი, ისააკ ნიუტონი მაიკლ ფარადეი, ჯეიმზ მაქსველი და ა.შ.

ისევე როგორც 1980 წლის ვერსიაში, განახლებულ სერიაში დიდი როლი ენიჭება კარლ სეიგანის მიერ მოგონილ „დროის კალენდარს“ (სამყაროს არსებობის 13,7 მილიარდი წელი ჩატეულია 1 წლის კალენდარში, სადაც პირველი იანვრის პირველი წამი, ანუ 0 საათი, 0 წუთი და 1 წამი შეესაბამება დიდი აფეთქების დროს, ხოლო 31 დეკემბრის 23 საათი, 59 წუთი და 59 წამი კი დღევანდელ დღეს)

ასევე დიდი როლი ეთმობა „წარმოსახვის ხომალდს“, კარლ სეიგანის „შექმნილ“ ხომალდს შეუძლია იმოგზაუროს კოსმოსის ნებისმიერ წერტილში, გაუძლოს უკიდურეს ტემპერატურებს და წნევებს, მას შეუძლია დაპატარავდეს და ადრონების ზომის გახდეს, რათა ელემენტარულ ნაწილაკებს შორის მოხვდეს, შეუძლია შავი ხვრელის სიახლოვეში უვნებლად იფრინოს, გაუძლოს პულსარის გამანადგურებელ გამოსხივებას და ჩაყვინთოს მეთანის ზღვებში სატურნის თანამგზავრებზე.

ფილმებში მაყურებელი ეცნობა სამყაროს წარმოქმნის თეორიას, ვარსკვლავების სიცოცხლის ფაზებს, გალქტიკების მოძრაობას, სიცოცხლის შესაძლო ფორმებს შორეულ პლანეტებზე, დედამიწის ისტორიის სხვადასხვა ეპოქებს, ცოცხალი არსებების ევოლუციას, მეცნიერების განვითარებას,

სერიალი პირველად გავიდა ეთერში 2014 წლის 9 მარტს და მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ნომინირებული იყო სატელევიზიო პრემია ემის 12 ნომინაციაზე,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]