ნილოსის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნილოსის ბრძოლა (ასევე ცნობილი როგორც აბუქირის ყურის ბრძოლა; ფრანგ. Bataille d'Aboukir) — დიდი საზღვაო ბრძოლა, რომელიც გაიმართა ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტსა და საფრანგეთის რესპუბლიკის საზღვაო ფლოტს შორის აბუქირის ყურეში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ნილოსის დელტაში 1798 წლის 1-დან 3 აგვისტომდე. ბრძოლა იყო ეგვიპტის კამპანიის კულმინაცია, რომელიც მძვინვარებდა როგორც ხმელთაშუა ზღვაზე ასევე აფრიკის კონტინენტზე წინა სამი თვის განმავლობაში, როდესაც დიდი ფრანგული კოლონა მიცურავდა ტულონიდან ალექსანდრიაში, რომელსაც გადაჰყავდა საექსპედიციო ძალები, ნაპოლეონის მეთაურობით. ბრიტანულ ფლოტს ბრძოლაში ხელმძღვანელობდა კონტრ-ადმირალი სერ ჰორაციო ნელსონი; რომელმაც საბოლოოდ დაამარცხა ფრანგები ნილოსის ბრძოლაში ვიცე-ადმირალ ფრანსუა-პოლ ბრუე დ'აიგალიეს მეთაურობით.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონაპარტი ცდილობდა ეგვიპტეში შეჭრას, რომელიც იქნებოდა პირველი ნაბიჯი ბრიტანული ინდოეთის წინააღმდეგ კამპანიაში, რაც თავის მხრივ იყო დიდი ძალისხმევის ნაწილი, რათა ბრიტანეთი გამოთიშვოდა საფრანგეთის რევოლუციური ომებს. როდესაც ბონაპარტეს ფლოტი ხმელთაშუა ზღვაზე მიცურავდა, მას ნელსონის მეთაურობით ბრიტანული საზღვაო ძალები დაედევნენ, რომელიც  გაგზავნილი იყო ტარგუსში განლაგებული ბრიტანეთის ფლოტიდან. ნელსონის მიზანი იყო გაეგო ფრანგული ექსპედიციის დანიშნულება და ამავე დროს დაემარცხებინა ნაპოლეონი. ნელსონი ფრანგებს ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მისდევდა. ბონაპარტმა იცოდა, რომ ნელსონი სცდიობდა მის დაჭერას და ამის გამო აბსოლუტურად გასაიდუმლოებული გეგმით მიიწევდა ეგვიპტისკენ. ნაპოლეონმა წარმატებით შეძლო დაეპყრო მალტა და შემდეგ გადაესხა ეგვიპტეში ჯარები ბრიტანეთის საზღვაო ძალებთან ბრძოლის გარეშე.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, ნელსონმა გადაწყვიტა ეპოვა ფრანგული ფლოტი, მან კიდევ ერთხელ გაემართა ეგვიპტეში და 1 აგვისტოს მან დაინახა მთავარი ფრანგული ფლოტი, რომელიც შედგებოდა ხაზის 13 გემისგან და 4 ფრეგატისგან ადმირალ ფრანსუა-პოლ ბრუეს დ’ეგაილიესის მეთაურობით, აბუქირის ყურეში.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ დაღამებამდე სულ რამდენიმე საათი რჩებოდა და ბრუესის ხომალდები ძლიერ თავდაცვით განლაგებაში იმყოფებოდნენ, ასევე  უსაფრთხოდ იყვნენ მოქცეულნი ქვიშიან ყურეში, რომელსაც ერთ მხარეს აკრავდა აბუქირის სანაპირო, ნელსონმა მაინც გასცა ბრძანება დაუყოვნებლივ შეტევაზე. რამდენიმე ბრიტანულმა ხომალდმა შეძლო მანევრირება საფრანგეთის საბრძოლო ხაზის სათავეში და ამგვარად მოხვდა პოზიციის შიგნით და უკან. დაიწყო სასტიკი ბრძოლა, რომლის დროსაც თავად ნელსონი დაიჭრა თავში. ბრძოლის  კულმინაციური მომენტი დადგა დაახლოებით საღამოს 10:00 საათზე, როდესაც ბრუესის 120 ზარბაზნიანი ფლაგმანი, L'Orient, რომელიც ყველაზე დიდი ხომალდი იყო ამ ბრძოლაში, ბრიტანელებმა ააფეთქეს. გემის აფეთქებისას დაიღუპა ეკიპაჟის უმეტესი ნაწილი, მათ შორის ადმირალიც. ბრძოლა გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, ფრანგების მხრიდან ხაზის მხოლოდ ორი ხაზის ხომალდი და ფრეგატის წყვილი გადაურჩა განადგურებას ან დატყვევებას ბრიტანელების მიერ. ბრიტანელების დანაკარგი 900-მდე იყოს. ხოლო ფრანგულმა მხარემ დაახლოებით 10-ჯერ მეტი მეზღვაური და ჯარისკაცი დაკარგა.

მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნილოსის ბრძოლას რამდენიმე მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა - მან იზოლირება მოახდინა ეგვიპტეში მყოფი ნაპოლეონის არმიის, რამაც გამოიწვია მათი საბოლოო დაშლა და ეგვიპტური კამპანიის ჩავარდნა. ასევე  მალტა გათავისუფლდა ფრანგების კონტროლისგან, ამ ყველაფერმა გაზარდა ბრიტანეთის პრესტიჟი და უზრუნველყო ბრიტანეთის კონტროლი ხმელთაშუა ზღვაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adkins, Roy; Adkins, Lesley (2006). The War for All the Oceans. Abacus. ISBN 978-0-349-11916-8.
  • Allen, Joseph (1905 [1842]). Battles of the British Navy. Simpkin, Marshall, Hamilton, Kent & Co.
  • Baker, Margaret (1995). London Statues and Monuments. Shire Publications Ltd. ISBN 0-7478-0284-X.
  • Bradford, Ernle (1999 [1977]). Nelson: The Essential Hero. Wordsworth Military Library. ISBN 1-84022-202-6.
  • Castex, Jean-Claude (2003). Dictionnaire des batailles navales franco-anglaises. Les Presses de l'Université Laval. ISBN 2-7637-8061-X.
  • Chandler, David (1999 [1993]). Dictionary of the Napoleonic Wars. Wordsworth Military Library. ISBN 1-84022-203-4.
  • Clowes, William Laird (1997 [1900]). The Royal Navy, A History from the Earliest Times to 1900, Volume IV. Chatham Publishing. ISBN 1-86176-013-2.
  • Cole, Juan (2007). Napoleon's Egypt; Invading the Middle East. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-4039-6431-1.
  • Deutsch, Otto Erich (2000). Admiral Nelson and Joseph Haydn. Nelson Society. ISBN 978-0-9537200-0-2.
  • Forester, C.S. (2001 [1929]). Nelson. Chatham Publishing. ISBN 1-86176-178-3.
  • Gardiner, Robert, ed (2001 [1996]). Nelson Against Napoleon. Caxton Editions. ISBN 1-86176-026-4
  • Germani, Ian (January 2000). "Combat and Culture: Imagining the Battle of the Nile". The Northern Mariner X (1): 53–72.
  • Ingram, Edward (July 1984). "Illusions of Victory: The Nile, Copenhagen, and Trafalgar Revisited". Military Affairs 48 (3): 140–143.
  • James, William (2002 [1827]). The Naval History of Great Britain, Volume 2, 1797–1799. Conway Maritime Press. ISBN 0-85177-906-9.
  • Jordan, Gerald; Rogers, Nicholas (July 1989). "Admirals as Heroes: Patriotism and Liberty in Hanoverian England". The Journal of British Studies 28 (3): 201–224.
  • Keegan, John (2003). Intelligence in War: Knowledge of the Enemy from Napoleon to Al-Qaeda. Pimlico. ISBN 0-7126-6650-8.
  • Maffeo, Steven E. (2000). Most Secret and Confidential: Intelligence in the Age of Nelson. London: Chatham Publishing. ISBN 1-86176-152-X.
  • Manning, T. D.; Walker, C. F. (1959). British Warship Names. London: Putnam. OCLC 213798232.
  • Mostert, Noel (2007). The Line upon a Wind: The Greatest War Fought at Sea Under Sail 1793–1815. Vintage Books. ISBN 978-0-7126-0927-2.
  • Musteen, Jason R. (2011). Nelson's Refuge: Gibraltar in the Age of Napoleon. Naval Investiture Press. ISBN 978-1-59114-545-5.
  • Padfield, Peter (2000 [1976]). Nelson's War. Wordsworth Military Library. ISBN 1-84022-225-5.
  • Rodger, N.A.M. (2004). The Command of the Ocean. Allan Lane. ISBN 0-7139-9411-8.
  • Rose, J. Holland (1924). "Napoleon and Sea Power". Cambridge Historical Journal 1 (2): 138–157.
  • Smith, Digby (1998). The Napoleonic Wars Data Book. Greenhill Books. ISBN 1-85367-276-9
  • Warner, Oliver (1960). The Battle of the Nile. London: B. T. Batsford.
  • Woodman, Richard (2001). The sea warriors: fighting captains and frigate warfare in the age of Nelson. London: Constable. ISBN 1-84119-183-3