აბუქირის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუქირის ყურე (თანამგზავრული ფოტოსურათი)

აბუქირის ყურე (არაბ. خليج أبو قير, Khalīj Abū Qīr) — ყურე ხმელთაშუა ზღვაში, ნილოსის დელტის რეგიონში, ეგვიპტის სანაპიროსთან. მის ნაპირებზე განლაგებულია ქალაქები — როზეტა და აბუქირი. ყურე ცნობილია 1798 წელს აქ გამართული საზღვაო ბრძოლით ინგლისისა და საფრანგეთის ფლოტებს შორის. ზღვაში არსებული ბუნებრივი აირის საბადო ენერგიით უზრუნველყოფს ალექსანდრიის მიდამოებში არსებულ საწარმოებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]