ნიკ პაუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკ პაუელი
Nick Powell (Cropped).jpg
პაუელი „მანჩესტერის“ შემადგენლობაში 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნიკოლას ედუარდ პაუელი[1]
დაბადების
თარიღი
23 მარტი, 1994 (1994-03-23) (25 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
ქრიუ, ინგლისი
სიმაღლე 1.83[2]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
თავდამსხმელი
ნომერი 25
ახალგაზრდული კარიერა
1999–2010 ქრიუ ალექსანდრა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010–2012 ქრიუ ალექსანდრა 55 (14)
2012–2016 მანჩესტერ იუნაიტედი 3 (1)
2013–2014   უიგანი 31 (7)
2014–2015   ლესტერი 3 (0)
2016   ჰალ სიტი 3 (0)
2016– უიგანი 53 (19)
ეროვნული ნაკრები
2009–2010 ინგლისი 16 წლ. 7 (1)
2010–2011 ინგლისი 17 წლ. 17 (5)
2012 ინგლისი 18 წლ. 1 (0)
2012–2013 ინგლისი 19 წლ. 2 (1)
2012–2013 ინგლისი 21 წლ. 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 ნოემბერი, 2014

ნიკოლას ედუარდ პაუელი (ინგლ. Nicholas Edward Powell; დ. 23 მარტი, 1994) — ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებისა და ინგლისის პრემიერ ლიგის „უიგან ატლეტიკის“ ფეხბურთელი, რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაუელმა დაამთავრა სანდბეჩის სკოლა სანდბეჩში, ჩეშირის საგრაფოში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრიუ ალექსანდრა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაუელმა თავისი კარიერა მშობლიური ქალაქის გუნდ „ქრიუ ალექსანდრაში“ დაიწყო, რომლის აკადემიას 5 წლის ასაკში შეუერთდა. მისი დებუტი ქრიუს შემადგენლობაში 2010 წლის 19 აგვისტოს შედგა, ინგლისის მეორე ლიგის მატჩში „ჩელტჰემ თაუნის" წინააღმდეგ, რომელშიც „ქრიუ“ 3-2 დამარცხდა. ნიკი მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა, ამ მომენტისათვის იგი 16 წლის იყო და გახდა "ქრიუს" მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ამ გუნდის შემადგენლობაში უთამაშია.[3][4][5]

2011 წლის 20 აგვისტოს პაუელმა პირველად დაიწყო თამაში სასტარტო შემადგენლობაში "შრიუსბერი თაუნთან" 2-0 წაგებულ შეხვედრაში. მან მოედანზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა, რადგან მიიღო წითელი ბარათი უხეშობისთვის.[6] ნიკმა თავისი პირველი გოლი 2011 წლის 15 ოქტომბერს გაიტანა "უიმბლდონის" წინააღმდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა 3-1 გაიმარჯვა. 2012 წლის იანვარში მას გადაეცა ფეხბურთის ლიგის სპეციალური პრიზი, დეკემბრის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.[7] მან თავისი პირველი დუბლი "გილინგჰემითან" 4-3 მოგებულ მატჩში შეასრულა.[8] 2012 წლის 21 აპრილს გამართულ "ქრიუ ალექსანდრას" დაჯილდოების ცერემონიალზე მან ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთივე ეს ჯილდო მოიპოვა. მათ შორის გახდა წლის საუკეთესო გოლის ავტორი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და წლის საუკეთესო ფეხბურთელი.[9][10]

2012 წლის 27 მაისს პაუელმა მეორე ლიგის ფლეი-ოფის ფინალში, უემბლის სტადიონზე, 2-0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა პირველი გოლი და დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის პირველ ლიგაში გადასვლაში.[11] მატჩის შემდეგ პაუელმა თავის გოლზე თქვა:

ვიკიციტატა
„სიმართლე რომ ვთქვა, მე ბურთს უბრალოდ დავარტყი, აქ სხვა არაფერი იყო.[12]

საბოლოოდ პაუელმა 2011-2012 წლების სეზონი ყველა ტურნირში გატანილი 16 გოლით დაასრულა და გახდა გუნდის ბომბარდირი.[13]

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 12 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ნიკ პაუელი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდოდა.[14] ოფიციალურად კლუბის წევრი 1 ივლისს გახდა. ქრიუ ალექსანდრამ პაუელის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა მიიღო. მას კლუბში 25 ნომრიანი მაისური გადასცეს.[14] 2012 წლის 21 ივლისს ნიკმა ჩაატარა თავისი პირველი შეხვედა იუნაიტედში, კეიპ ტაუნის აიაქსის წინააღმდეგ.[15] 4 დღის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში შანხაი შანჰუას წინააღმდეგ.[16]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაუელს ნათამაშები აქვს ინგლისის ნაკრების 16 წლამდე, 17 წლამდე და 18 წლამდე დონეებზე. მისი დებიუტი ინგლისის U16 ნაკრებში 2009 წლის 5 ნოემბერს შედგა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ 2-0 მოგებულ შეხვედრაში.[17] 2010 წლის 25 აგვისტოს მან პირველად ითამაშა თავისი ქვეყნის U17 ნაკრებში, თურქეთის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს მან საჯარიმო დარტყმით გოლი გაუტანა ავსტრალიას. აღნიშნულ შეხვედრაში 17 წლამდელმა ინგლისელებმა 4-0 გაიმარჯვეს.[18] პაუელმა ითამაშა 2011 წლის 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე, საფრანგეთის წინააღმდეგ გოლი გაიტანა. მისი დებიუტი ინგლისის U18 ნაკრებში პოლონეთის წინააღმდეგ 3-0 მოგებულ შეხვედრაში შედგა 2012 წლის 7 მარტს.[19]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკა განახლებულია 2012 წლის 27 მაისის მონაცემებით[20][21]

კლუბი სეზონი ლიგა თასი ლიგის თასი ევროტურნირი სხვა[nb 1] ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
ქრიუ ალექსანდრა 2010–11 17 0 1 0 0 0 1 0 19 0
2011–12 38 14 1 0 1 0 5 2 45 16
ჯამში 55 14 2 0 1 0 6 2 64 16
მანჩესტერ იუნაიტედი 2012–13 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
ჯამში 55 14 2 0 1 0 6 2 64 16

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრიუ ალექსანდრა

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფებურთის ლიგის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2011 წლის დეკემბერი
  • მეორე ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე – 2012
  • ქრიუ ალექსანდრას წლის საუკეთესო ახლგაზრდა ფეხბურთელი – 2012
  • ქრიუ ალექსანდრას წლის საუკეთესო ფეხბურთელი – 2012
  • ქრიუ ალექსანდრას წლის საუკეთესო გოლის ავტორი – 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ფეხბურთის ლიგის ჩემპიონატის პლეი-ოფებს, ინგლისის სუპერთასს, უეფა-ს ინტერტოტოს თასს, უეფა-ს სუპერთასს, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Nick Powell. Barry Hugman's Footballers. Retrieved 24 ივნისი, 2015.
  2. Player Profile: Nick Powell“, premierleague.com, Premier League. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2012. 
  3. Cheltenham 3–2 Crewe“, BBC Sport, 14 აგვისტო, 2010. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2010. 
  4. Crewe Alexandra's Nick Powell 'not for sale'– Gradi“, BBC Sport, 2 ივნისი, 2010. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2011. 
  5. Nick Powell Biography“, football.co.uk. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2012. 
  6. Commentary: Shrewsbury Town v Crewe Alexandra – English League Two – ESPN Soccernet“, ESPN, 20 აგვისტო, 2011. წაკითხვის თარიღი: 29 მაისი, 2012. 
  7. Powell Claims Football League Award“, BBC, 19 იანვარი, 2012. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი, 2012. 
  8. Powell Claims Football League Award“, ESPN, 10 მარტი, 2012. წაკითხვის თარიღი: 10 მარტი, 2012. 
  9. Crewe Alex ASi: Prize guy Nick Powell is real fans’ favourite“, Crewe Chronicle, 25 აპრილი, 2012. წაკითხვის თარიღი: 20 მაისი, 2012. 
  10. Nick Powell wins every prize at Crewe's annual awards“, BBC, 23 აპრილი, 2012. წაკითხვის თარიღი: 23 აპრილი, 2012. 
  11. Crewe Alex ASi: Prize guy Nick Powell is real fans’ favourite“, BBC Sport, 27 მაისი, 2012. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2012. 
  12. Powell modest over goal and insists he is not thinking of future“, Sky Sports, 27 მაისი, 2012. წაკითხვის თარიღი: 27 მაისი, 2012. 
  13. "Club Statistics" Crewe Alexandra F.C. Retrieved 10 June 2012.
  14. 14.0 14.1 United agree Powell deal. Manchester United F.C. (12 ივნისი, 2012). წაკითხვის თარიღი: 12 ივნისი, 2012.
  15. Wheeler, Chris. Ajax Cape Town 1 Manchester United 1: Bebe leaves it late to rescue Red Devils. Mail Online. წაკითხვის თარიღი: 21 ივლისი, 2012.
  16. Shanghai Shenhua vs Manchester United Lineups and Statistics. Goal.com. წაკითხვის თარიღი: 25 ივლისი, 2012.
  17. "U16s make it two wins from two" TheFA.com. 5 November 2009. Retrieved 10 June 2012.
  18. Australia's Joeys humbled 4–0 by England“, Sydney Morning Herald, 28 აგვისტო, 2010. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2010. 
  19. "England 3–0 Poland" TheFA.com. 7 March 2012. Retrieved 10 June 2012.
  20. Statistics. Soccerbase. წაკითხვის თარიღი: 28 May 2012.
  21. Nick Powell Bio, Stats, News – Football / Soccer – - ESPN Soccernet. ESPN. წაკითხვის თარიღი: 28 May 2012.