ნიკორაციხე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ნიკორაციხე | |
---|---|
კოორდინატები: 41°26′36″ ჩ. გ. 46°06′38″ ა. გ. / 41.44333° ჩ. გ. 46.11056° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1001 მ |
ქედი | გომბორის ქედი |
ნიკორაციხე — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე. სიმაღლე 1001 მ. აგებულია ზედაიურული კირქვებით. გუმბათისებრი ფორმისაა. სამხრეთი კალთა უფრო ციცაბო აქვს, ვიდრე ჩრდილოეთი. სამხრეთ კალთაზე კარნიზის ფორმის გაშიშვლებული ადგილებია, მთის დანარჩენი ნაწილი შემოსილია ბალახოვანი მცენარეულობით. ნიკორაციხის ჩრდილოეთი კალთის ქვედა ნაწილში გაშენებულია აკაციის ხელოვნური ტყე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 435.