ნიკოლოზ ქართველიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქართველიშვილი.

ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი (დ. 30 მაისი, 1872, თბილისი — გ. 30 მაისი, 1922, იქვე) — ქართველი მუსიკალური მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკოსის მამამ, ცნობილმა ქველმოქმედმა და მეცენატმა გიორგი ქართველიშვილმა, პირველმა შესანიშნავად გამოსცა მიხაი ზიჩის მიერ ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსანი“. ნიკოლოზმა მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, თუმცა თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ერთხანს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

პარიზიდან ქართველიშვილი დაბრუნდა თბილისში და მთლიანად მიეცა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. კერძოდ, თავისი ხარჯით შეადგინა ახალგაზრდობისაგან გუნდი, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. ამ გუნდში დადიოდა შემდგომში ცნობილი მომღერალი სანდრო კავსაძე. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული დრამატულ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ მისი დირიჟორობით დაიდგა კომპოზიტორ გოგნიაშვილის პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“. 1920-1921 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კომისარი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ნიკოლოზ ქართველიშვილის მეუღლე იყო მსახიობი ალექსანდრა (საშა) კარგარეთელი-ქართველიშვილისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 342, თბ., 1994