ნიკოლოზ სტროევონსი
ნიკოლოზ გიორგის ძე სტროევონსი (დ. 1886) — აფხაზეთის ასსრ და საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორენბურგის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შევიდა ყაზანის უნივერსიტეტის მედიკურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1911 წელს. ნიკოლოზ სტროევონსი დატოვილ იქნა ორდინატორად ქირურგიულ კლინიკაში პროფესორ გერგენთან, ორი თვის შემდეგ კი გადავიდა პროფესორ ფეოდოროვის კლინიკაში.
1912 წელს ავადმყოფობის გამო საცხოვრებლად გადავიდა სოხუმში. 1920 წელს მუშაობდა სოჭის სანატორიუმ „ელიტის“ ექიმად, ამავე დროს ითვლებოდა კურორტთა სამმართველოს ყველა სანატორიუმის კონსულტანტად.
1921 წელს აფხაზეთის ჯანმრთელობის სახალხო კომისრის მიწვევით, სოხუმში ამბულატორიასთან მოაწყო ყურის, ყელის და ცხვირის ავადმყოფობათა კაბინეტი და ამავე დროს განაგებდა სანატორიუმ „აზრას“ ყელის სნეულებათა განყოფილებას. ჯანმრთელობის გაუარესობის გამო მიატოვა კურორტთა სამმართველოში სამსახური და გააგრძელა მუშაობა ამბულატორიაში. 1920 წლიდან ნიკოლოზ სტროევონსი ქალაქის საავადმყოფოში განაგებდა ყურის სნეულებათა განყოფილებას.
ნიკოლოზ სტროევონსი სამედიცინო სფეროში სამსახურის პარალელურად იყო აფხაეთის სამედიცინო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი. 1931 წლიდან იყო სოხუმის ქალაქის საბჭოს დეპუტატად.
1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად ქ. სოხუმის №11 კომკავშირული საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №115 (213), 22 მაისი, 1938
- მითაიშვილი შ., ჯანმრთელობის სამსახურში : (აფხაზეთის ასსრ და საქართველოს დამსახურებული ექიმის ნიკოლოზ სტროევონსის დაბადების 100 წლისთავის გამო) // გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 29 ოქტომბერი, 1986.