ნიკოლოზ რუსთველი
იერსახე
ნიკოლოზ რუსთველი — XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი. რუსთავის მიტროპოლიტი (დაახლოებით 1700-1720), გვარად ჩერქეზიშვილი (ზოგი მკვლევრის აზრით — ორბელიანი, რაც მცდარი ჩანს).
1724 წელს რუსეთს მიმავალ ვახტანგ VI-თან ერთად გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც დარჩა და მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო როგორც ჰიმნოგრაფი, ღვთისმეტყველი და მქადაგებელი. შემორჩენილია მის მიერ შეთხუზული რამდენიმე საგალობელი, იამბიკო-აკროსტიქები და ა.შ. დახელოვნებული ყოფილა სიგელ-გუჯრების შედგენაშიც. ცნობილია მისი შედგენილი კახეთის მეფის დავით იმამყული-ხანის დის ხვარაშნის „მზითვის წიგნი“ (1717), მასვე შეუდგენია ალავერდის ტაძრის სიგელი (1721) და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცაიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 434.