ნიკოლოზ მთვარელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ მთვარელაშვილი (დ. 1844, სოფ. ვაზისუბანი — გ. 2 ოქტომბერი, 1923, იქვე) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1876 წლიდან მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1884 წელს დაითხოვეს სამსახურიდან პროგრესული იდეების პროპაგანდისათვის. ერთხანს ქართულ ლიტერატურას და ისტორიას ასწავლიდა თბილისის სათვადაზნაურო სკოლაში, იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივანი. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ანტონ I საქართველოს კათლიკოსი“ („ივერია“, 1879), „თელავის სემინარია და პირველი მისი რექტორი გაიოზ ნაცვლიშვილი“ („ივერია“, 1881), „მეფე ირაკლის დროის წერილები“ („მოამბე“, 1894), „კატალოგი წიგნთსაცავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ (1887) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]