ნიკოლოზ ვატუტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ თედორეს ძე ვატუტინი
Никола́й Фёдорович Вату́тин
Николай Ватутин, 1943 год.jpg
დაბადების თარიღი 3 (16) დეკემბერი1901
დაბადების ადგილი სოფ. ჩეპუხინო, ვორონეჟის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 აპრილი, 1944 (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ
კუთვნილება რსფსრ-ის დროშა რსფსრ
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჯარის სახეობა ქვეითი
სამხედრო სამსახურის წლები 1920–1944
წოდება CCCP army Rank general armii1 infobox.svg არმიის გენერალი
მეთაურობდა სამხრეთ-დასავლეთი ფრონტი
ვორონეჟის ფრონტი
უკრაინის პირველი ფრონტი
ბრძოლები/ომები

რუსეთის სამოქალაქო ომი, ბესარაბიისა და ჩრდილოეთ ბუკოვინის შეერთება სსრკ-ის მიერ, დიდი სამამულო ომი:

ლენინგრადის ბლოკადა
მოსკოვისათვის ბრძოლა
სტალინგრადის ბრძოლა
კურსკის ბრძოლა
ბელგოროდ-ხარკოვის ოპერაცია
დნეპრისათვის ბრძოლა
კორსუნ-შევჩენსოვსკის ოპერაცია
ჯილდოები საბჭოთა კავშირის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი წითელი დროშის ორდენი სუვოროვის I ხარისხის ორდენი კუტუზოვის I ხარისხის ორდენი მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“ SU Medal For the Defence of Stalingrad ribbon.svg
სამკერდე ნიშანი მძიმე ჭრილობისათვის

ნიკოლოზ თედორეს ძე ვატუტინი (დ. 3 (16) დეკემბერი1901, სოფ. ჩეპუხინო, ვორონეჟის გუბერნია — გ. 15 აპრილი, 1944, კიევი) — საბჭოთა სარდალი, არმიის გენერალი (1943), საბჭოთა კავშირის გმირი (1965; სიკვდილის შემდეგ). წითელ არმიაში იყო 1920 წლიდან, 1917–1922 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა ნესტორ მახნოს მებრძოლებთან ერთად ლუგანსკისა და სტარობელსკის რაიონებში. დაამთავრა კიევის უმაღლესი გაერთიანებული სამხედრო სკოლა (1924), მ. ვ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1929), გენშტაბის სამხედრო აკადემიის დაჩქარებული კურსი (1937). 1924–1926 და 1929–1932 წლებში მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობაზე მსროლელ დივიზიაში, ხოლო 1937 წლიდან — კიევის საგანგებო სამხედრო ოლქის შტაბსა და გენშტაბში. დიდი სამამულო ომის დროს 1941 წლის 30 ივნისიდან იყო ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის შტაბის უფროსი. თავი გამოიჩინა ნოვგოროდის დაცვის დროს, შეიმუშავა და განახორციელა კონტრდარტყმათა სერია, რომლებმაც დამარცხება მიაყენეს გერმანელთა 56-ე სატანკო კორპუსს. 1942 წლის მაის-ივლისში იყო გენშტაბის უფროსის მოადგილე. ამავე წლის ივლის-ოქტომბერში — ვორონეჟის ფრონტის სარდალი. ოქტომბრიდან სარდლობდა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტს, სტალინგრადის ბრძოლის დროს. ვატუტინმა განახორციელა ოპერაცია „მცირე სატურნი“ (დეკემბერი, 1942), რომელმაც დაამარცხა გერმანული არმია დონის შუა წელზე. 1943 წლის მარტიდან ხელახლა მეთაურობდა ვორონეჟის (ოქტომბრიდან — უკრაინის პირველ) ფრონტს. კურსკის ბრძოლის დროს ფრონტის მებრძოლებმა ყველა შეტევა მოიგერიეს, ხოლო კონტრიერიშისას გაარღვიეს გერმანელ მებრძოლთა ღრმადეშელონირებული დაცვა. ფრონტის გაერთიანებები და შენაერთები ნიკოლოზ ვატუტინის მეთაურობით მონაწილეობდნენ დნეპრისათვის ბრძოლაში და გაათავისუფლეს კიევი (6 ნოემბერი). ვატუტინის და უკრაინის მეორე ფრონტის (სარდალი — არმიის გენერალი ივანე კონევი) მებრძოლებმა ურთიერთმოქმედებით განახორციელეს კორსუნ-შევჩენსოვსკის ოპერაცია (1944). 29 თებერვალს, მანქანით მგზავრობის დროს, უკრაინელმა ნაციონალისტებმა მოაქციეს ალყაში, სროლის დროს დაიჭრა, გარდაიცვალა ჭრილობებისგან კიევის ჰოსპიტალში. დაჯილდოებულია ლენინის, სუვოროვის I ხარისხის, კუტუზოვის I ხარისხის და სხვა ორდენებით. კიევში აღმართულია მისი ძეგლი (ავტორი — ევგენი ვუჩეტიჩი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Брагин М. Г. Ватутин (Путь генерала), 1901–1944. М., 1954;
  • Захаров Ю. Д. Генерал армии Н. Ф. Ватутин. М., 1985;
  • Попов Н. Г. О полководческом искусстве генерала армии Н. Ф. Ватутина // Военная мысль. 1988. № 2;
  • ВАТУТИН // Большая российская энциклопедия. Том 4. Москва, 2006, стр. 665-666.