ნიკოლოზ აბზიანიძე
იერსახე
ნიკოლოზ აბზიანიძე (დ. 1872 — გ. 13 ნოემბერი, 1947) — ქართველი მწერალი და პედაგოგი.
დაიბადა ქალაქ ქუთაისში. 1892 წელს დაამთავრა ქუთაისის სამასწავლებლო სემინარია, რის შემდეგაც იყო მასწავლებელი დასავლეთ საქართველოს სასოფლო სკოლებში. 1898 წლიდან იყო ქუთაისის პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი, 1918 წლიდან კი გამგე. მსახურობდა ქუთაისის სხვადასხვა სასწავლებელში 1921-1945 წლებში. იყო პერსონალური პენსიონერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952, ტ. I, თბ., 2018, გვ. 54