ნიზამი განჯევის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიზამი განჯევის ძეგლი
აზერ. Nizami Gəncəvinin heykəli
მდებარეობა ბაქო, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
არქიტექტორი ფუად აბდურაჰმანოვი
მოქანდაკე სადიქ დადაშოვი, მიქაილ ჰუსეინოვი
თარიღდება 1949 წელი

ნიზამი განჯევის ძეგლი (აზერ. Nizami Gəncəvinin heykəli) — ნიზამის ძეგლი ბაქოში, მწერლის სახელობის ბაღში. ძეგლი გაიხსნა 1949 წელს. მისი მოქანდაკეა აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი ფუად აბდურაჰმანოვი, არქიტექტორები კი — სადიქ დადაშოვი და მიქაილ ჰუსეინოვი.

ძეგლი წარმოადგენს 6 მეტრი სიგრძის სტატუას, რომელიც განლაგებულია 9 მეტრის სიგრძის კვარცხლბეკზე. კვარცხლბეკის ქვედა ნაწილზე შესრულებულია ორნამენტული ჭრა და მოპირკეთება ბრინჯაოს ფილებით. შვიდ მათგანზე გამოსახულია სიუჟეტები ნიზამის ნაწარმოებებიდან, ერთზე კი — მემორიალური წარწერა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]