ფუად აბდურაჰმანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუად ჰასან-ოღლუ აბდურაჰმანოვი (აზერ. Əbdürrəhmanov Fuad Həsən oğlu; დ. 11 მაისი [ძვ. სტ. 28 აპრილი], 1915, ნუხა — გ. 15 ივნისი, 1971, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მოქანდაკე-მონუმენტალისტი. აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო მხატვარი (1955), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1949), სკკპ წევრი 1962 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა ლენიგრადის სამხატვრო აკადემია. მთავარი ნამუშევრებია:

  • ნიზამის ძეგლი კიროვანადში (1946; სახელმწიფო პრემია 1947);
  • ნიზამის ძეგლი ბაქოში (1949);
  • „მეცვარე“ (1950; თაბაშირი, სახელმწიფო პრემია, 1951; ბრინჯაო, 1951, ტრეტიაკოვის გალერეა);
  • ჩოიბალსანისა და სუხე-ბატორის ბიუსტები (1954; მარმარილო, აკლდამა ულან-ბატორში);
  • მწერალი ვ. სურღუნის ძეგლი (1961, ბაქო)
  • პოეტი რუდაქის ძეგლი (1964, დუშანბე)
  • ლენინის პორტრეტული ბიუსტი (1955; მარმარილო, ბაქო)
  • და სხვები.

დაჯილდოებულია 2 ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]