ნზოია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნზოია
ქვეყანა კენიის დროშა კენია
სათავე ელგონის მთა
სიგრძე 257 კმ

ნზოიამდინარე კენიაში. იგი საკმაოდ გრძელი მდინარეა, მისი სიგრძე შეადგენს 257 კილომეტრს. სათავეს იღებს ელგონის მთაზე. მდინარე მიემართება სამხრეთით, შემდეგ დასავლეთით და საბოლოოდ ერთვის ვიქტორიას ტბას.

ეს მდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანია დასავლეთ კენიისათვის, სადაც იგი მიედინება, რადგან ამ რეგიონის მოსახლეობა 1,5 მლნ-ზე მეტია. მისი წყალი გამოიყენება საირიგაციოდ მთელი წლის განმავლობაში. მდინარის წყალი ტბორავს დაბლობებს, რაც ნაყოფიერ მიწასთან ერთად საკმაოდ კარგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას იძლევა.

ვინაიდან ნზოია გაივლის ერთ-ერთ ინდუსტრიულ რეგიონს, რომლის ცენტრიცაა ვებუიე, შაქრისა და ქაღალდის ფაბრიკებიდან მდინარეში დაბინძურებული წყალი ჩაედინება. ამ მდინარეზე მდებარეობს რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერი. ამავე დროს, ნზოიას გააჩნია საკმაოდ დიდი ჰიდროელექტრული პოტენციალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]