ტერკუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერკუელი
Turkwel River Outside Lodwar Town in Turkana County Kenya.JPG
ქვეყნები კენიის დროშა კენია
უგანდის დროშა უგანდა
სათავე ელგონის მთა
შესართავი ტურკანის ტბა

ტერკუელიმდინარე კენიაში. სათავეს იღებს ელგონის მთაზე და ერთვის ტურკანის ტბას. აღსანიშნავია, რომ სათავეში მდინარეს სუემი ჰქვია და იგი იწყება უგანდიდან. შემდეგ მას უერთდება კიდევ ერთი მდინარე და მხოლოდ ამის შემდეგ ატარებს იგი სახელს – ტერკუელი. ეს სახელი მომდინარეობს ტურკანას ენიდან და ნიშნავს “ბევრი თევზის მდინარეს”.

1990 წელს, კენიის მთავრობამ, მიუხედავად დიდი სჯა-ბაასისა, საფრანგეთის დახმარებით მდინარეზე ააშენა ტერკუელის ჰიდროელექტროსადგური. მშენებლობის დასაწყისში, პროექტის ღირებულებად დასახელდა 4 მლრდ კენიური შილინგი, მაგრამ საბოლოოდ მას 20 მლრდ კენიური შილინგი დასჭირდა. მიუხედავად ამისა, კენიის ამ მშრალ მხარეში, წყლის არასაიმედოობის გამო, სადგური ძალიან მცირე სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]