ნეპალის არქიტექტურა და ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიატაპოლას ტაძარი - ნეპალში, ბჰაქტაპურში, აშენდა 1701–1702 წლებში
ნეპალის შამბჰუნატის ტაძარი.
შამბჰუნატის ტაძარი

ნეპალის არქიტექტურა და ხელოვნებანეპალი, რომელიც მდებარეობს ინდოეთის, ტიბეტისა და ჩინეთის სავაჭრო გზებს შორის, ასახავს სამივე კულტურული ცენტრის გავლენას. ნეპალის არქიტექტურა ხელოვნებისა და პრაქტიკულობის უნიკალური ნიმუშია კატმანდუს მახლობლად მდებარე ბუდისტურ სამლოცველოში (სტუპები) ბოდჰნათჰი და სვაიანპუნათი (აგებულია ძვ. წ. III ს.-ში, გადაკეთებულია  VIII-IX  საუკუნეებში). XV-XVIII საუკუნეების ტაძრები ინდურ კოშკისებურ ტაძრებსა და ჩინურ პაგოდებს ენათესავება. ნაგებობებს ამკობდნენ ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმებითა და ლითონის დეკორატიული დეტალებით.  XIX საუკუნის დასასრულს თავი იჩინა სპარსულმა და არაბულმა, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში ევროპულმა ნეოკლასიცისტური არქიტექტურის გავლენამ. 1950 წლებიდან ნეპალის ქალაქებში შენდებოდა თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობები. ნეპალის შუასაუკუნეების ქანდაკებები(ცნობილია ახ. წ.  I-II  საუკუნეებიდან).

ნეპალის სამპადა სანგაჰამ (ნეპალის კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებამ) შეადგინა ნეპალში კატმანდუს ხეობის გარეთ მდებარე 1,262 მნიშვნელოვანი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლის ჩამონათვალი[1].

განდჰარისა და ინდოეთის გუპტების ხელოვნებას ენათესავება. X-XVII  საუკუნეებში განვითარდა ბრინჯაოს მცირე საკულტო პლასტიკა. XV-XVIII საუკუნეებში გავრცელდა ფერწერა ტილოზე. XX საუკუნეში თავი იჩინა „ბენგალური აღორძინებისა“ და ევროპული რეალისტური ფერწერის გავლენა-ათვისების ცდამ.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული ნეპალური ცეკვა

ნეპალში უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ხალხური წარმოდგენები ნრიტია - სიმბოლური ცეკვები მუსიკისა და გუნდის თანხლებით. ქვყანაში დიდი ყურადღება ექცევა ნეპალის ხალხურ მუსიკასა და ცეკვებს. სამეფო აკადემიასთან შეიქმნა მუსიკის, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სპეციალური განყოფილება. აღორძინდა მივიწყებული ტრადიციული ფორმა გიტიტანია, რომლის მუსიკის ნაწილი შედგება ხალხური სიმღერებისა და ცეკვებისაგან ან თანამედროვე კომპოზიტორების შივა შანკარის , ნატი ჰაჯისა და სხვათა ნაწარმოებებისაგან.  1973 წელს საზოგადოების „ჩვენი კულტურა“ მიერ შექმნილმა მოყვარულთა მუსიკალურმა კოლექტივმა დადგა ალეგორიული გიტინატია „დაცვა“ , სადაც ღმერთებისა და მითოლოგიური გმირების გვერდით მონაწილეობდნენ თანამედროვე  გმირებიც. [2]

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეპალს აქვს ეროვნული დრამატურგია, მაგრამ მუდმივმოქმედი თეატრი არ გააჩნია. XX საუკუნის 40-იან წლებში ბ. საბას ხელმძღვანელობით მუშაობდა სცენისმოყვაარეთა დასი. 60-იან წლებშინეპალის რადიოსთან შეიქმნა სცენისმოყვარეთა ნახევრად პროფესიული თეატრალური კოლექტივი, რომელიც ეპიზოდურად დგამდა თანამედროვე ნეპალელი კომპოზიტორებis პიესებს.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინოთეატრი კატმანდუში

ნეპალის კინოს ხანმოკლე ისტორია აქვს, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში. .შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; ელემენტი უნდა შეიცავდეს სახელს.; $2

ნეპალში გადაღებული პირველი მხატვრული ფილმია აამა  (ნეპალურად - დედა), რომლის პრემიერა შედგა 1964 წლის 7 ოქტომბერს. ფილმი გადაღებული იყო  ნეპალის მეფის  საინფორმაციო დეპარტამენტის მიერ, რეჟისორი ჰირა სინგჰ ხატრი, მთავარ როლებში მსახიობები შივა შანკარი და ბჰუვან ჩანდი. კერძო კომპანიის მიერ გადაღებული პირველი ფილმი გამოვიდა 1966 წელს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბოლივუდის ცნობილმა მსახიობებმა. 2000 წელს ნეპალის მთავრობამ დააარსა ფილმების განვითარების საბჭო ნეპალის კინოინდუსტრიის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. საბჭო ცდილობს დაამყაროს ურთიერთქმედება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და სამთავრობო უწყებებს შორის, საზოგადოების, მთავრობისა და რეჟისორების ინტერესებს შორის ბალანსის მისაღწევად.ბოლო პერიოდში ნეპალში ბევრი პოპულარული ფილმი გადაიღეს. 2016 წლის დეკემბერში გამოვიდა Bijuli Machine, ნეპალის პირველი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი სოციალური ისტორიით, რომელიც წარმატებით გავიდა კინოთეატრებში. [3] ფილმის რეჟისორი და სცენარისტი იყო ნავინ ავალი, სამეცნიერო კონსულტანტი სანტოშ ლამიჩანე.

ფილმების განვითარების საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების განვითარების საბჭო (FDB) ცდილობს გადალახოს უფსკრული კინო ბიზნესსა და მთავრობის ბიუროკრატიას შორის. იგი შექმნილია კინემატოგრაფისტებისა და ხალხის ინტერესების დასაცავად.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. andari, Bishnu, ed. (1997). Inventory of heritage sites in Nepal. Kathmandu: IUCN Nepal. Archived from the original on July 21, 2011. Retrieved April 15, 2011.
  2. McDonnaugh, Christian. "The mythology of the Tharu: aspects of cultural identity in Dang, West Nepal"[მკვდარი ბმული] (PDF).
  3. "Nepali movie industry ready to step up: Ghimire". Retrieved 2017-04-26.
  4. "Nepali movie industry ready to step up: Ghimire". Retrieved 2017-04-26.