დეკადენტიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დეკადენტიზმი, ლიტერატურული და ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა საფრანგეთში XIX საუკუნის ბოლო 20 წლის განმავლობაში.

დეკადენტიზმს არასოდეს ჰყოლია მამამთავარი ან წინამძღოლი. ეს არის ნატურალიზმისა და სიმბოლიზმის მიჯნაზე მყოფი მიმდინარეობა. ხშირად მის წინამორბედად ბოდლერს ასახელებენ. ხოლო დეკადენტიზმის ყველაზე დამახასიათებელ ნაწარმოებად 1884 წელს ჟორი-კარლ ჰუისმანის მიერ დაწერილი რომანი, უკუღმა მიიჩნევა.