შეშუპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შეშუპე
Sheshupe.jpg
ქალაქები კალვარია, კაპსუკასი, კუდირკოს-ნაუმესტისი, კრასნოზნამენსკი.
სათავე ბალტიისპირეთის მთაგრეხილი
სიგრძე 298 კმ
აუზის ფართობი 6100 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} შეშუპე ვიკისაწყობში

შეშუპე (შეშუპა, შიაშუპე, ლიეტ. Šešupė) — მდინარე პოლონეთში, ლიეტუვასა და კალინინგრადის ოლქში (რფ) მდინარე ნიამუნასის მარცხენა შენაკადი. შეშუპეს მონაკვეთი კალინინგრადის ოლქსა და ლიეტუვას შორის საზღვარზე მდებარეობს.

ჰიდროგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარის სიგრძე — 298 კმ-ია (27 კმ პოლონეთის, 158 კმ — ლიეტუვის, 62 კმ — რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, 51 კმ რუსეთ-ლიეტუვის საზღვარზე. აუზის ფართობი 6.100 კმ²-ია. სათავეს ბალტიისპირეთის მთაგრეხილიდან იღებს, ივსება შერეულად, მეტწილად წვიმით. წყლის საშუალო დანაკარგი შენაკადიდან 43 კმ-ში — 33,2 მ³/წმ. იყინება ზამთრობით, ნოემბრის ბოლოდან იანვრამდე, ლღვება თებერვლის ბოლოდან ან მარტის დასაწყისიდან. შეშუპეზე გაშენებულია ქალაქები კალვარია, კაპსუკასი, კუდირკოს-ნაუმესტისი, კრასნოზნამენსკი (კალინინგრადის ოლქში).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: