ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმი
ნელსონ-ატკინსის მუზეუმი | |
---|---|
1933 წელს | |
39°02′42″ ჩ. გ. 94°34′51″ დ. გ. / 39.04500° ჩ. გ. 94.58083° დ. გ. | |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | კანზას-სიტი[1] [2] [3] [4] |
ოფიციალური საიტი | https://www.nelson-atkins.org/[4] |
ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმი — ხელოვნების მუზეუმი კანზას-სიტიში, მისურის შტატში, აშშ-ში. მუზეუმი ცნობილია თავისი ხელოვნების ენციკლოპედიური კოლექციით, რომელიც თითქმის მოიცავს ხელოვნების ნიმუშებს ყველა კონტინენტიდან და კულტურიდან. დაწესებულება განსაკუთრებით გამოირჩევა აზიური ხელოვნების ფართო კოლექციით.
2007 წელს ჟურნალმა ტაიმმა მუზეუმის ახალი ბლოკის შენობა პირველ ადგილზე დაასახელა სიაში „10 საუკეთესო (ახალი და მომავალი) არქიტექტურული საოცრება“, ამ სიაში წარმოდგენილი იყო კანდიდატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[5]
2010 წლის 1 სექტემბერს, ხულიან ზუგაზაგოიტია (დ. 1964) გახდა მუზეუმის მეხუთე დირექტორი. ზუგაზაგოიტია ადრე შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა ნიუ იორკში El Museo del Barrio-ს აღმასრულებელ დირექტორად.
მუზეუმი ღიაა კვირაში ხუთი დღე: ორშაბათი დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, დახურულია სამშაბათს და ოთხშაბათს, ღიაა ხუთშაბათს 10-5 საათმდე, პარასკევს 10-9 საათამდე, შაბათსა და კვირას 10-დან 5 საათამდე. გალერეებში სოციალური დისტანციის შესანარჩუნებლად, ვიზიტორებმა თავიდანვე უნდა დაჯავშნონ ადგილი, ონლაინ ვებსაიტით ან ტელეფონით.
მუზეუმში შესვლა და კოლექციების დათვალიერება საზოგადოებისთვის უფასოა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი აშენდა Oak Hall-ის ტერიტორიაზე, Kansas City Star-ის გამომცემლის, უილიამ როკჰილ ნელსონის (1841-1915) სახლში. როდესაც ის გარდაიცვალა 1915 წელს, მისი ანდერძი ითვალისწინებდა, რომ ცოლისა და ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მისი ქონებადან შემოსული თანხა დაეთმობოდა ხელოვნების ნიმუშების შესყიდვას.ეს ანდერძი გაძლიერდა ნელსონის ქალიშვილის, სიძის და ადვოკატის ქონების ფულადი სახსრების დამატებით.
1911 წელს, სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა მერი მაკაფი ატკინსმა (1836-1911), უძრავი ქონების სპეკულიანტის ქვრივმა ჯეიმზ ბურის ატკინსმა, 300 000 დოლარი უანდერძა დაწესებულებას, ხელოვნების მუზეუმის დასაარსებლად. ეს თანხა 1927 წლისთვის გაიზარდა $ 700,000-მდე. თავდაპირველი გეგმები ითვალისწინებდა ხელოვნების ორ მუზეუმს ცალკეული ანდერძების საფუძველზე [6] (ატკინსის მუზეუმი განთავსებული უნდა იყოს პენის ველის პარკში). თუმცა, მუზეუმის რწმუნებულებმა გადაწყვიტეს ორი ანდერძის გაერთიანება სხვა პატარა ანდერძებთან ერთად, რათა შექმნილიყო ერთი მთავარი ხელოვნების ინსტიტუტი.
შენობა დააპროექტა კანზასსიტის ცნობილმა არქიტექტორებმა ვაითმა და ვაითმა, რომლებმაც ასევე შეიმუშავეს თავისუფლების მემორიალი და კანზასის გუბერნატორის სასახლე, კედარ კრესტთან. მუზეუმი გაიხსნა 1933 წლის 11 დეკემბერს. შენობის კლასიკური ბოზ-არტის არქიტექტურის სტილი შექმნა კლივლენდის ხელოვნების მუზეუმის მიხედვით. როდესაც შენობა გაიხსნა, მისი საბოლოო ღირებულება 2.75 აშშ დოლარს შეადგენდა. ექვსსართულიანი სტრუქტურის ზომა სიგრძეში 120 მეტრი იყო, ხოლო სიგანეში 53, რაც უფრო დიდია ვიდრე კლივლენდის ხელოვნების მუზეუმი.
მუზეუმი, რომელიც ადგილობრივად მოიხსენიებოდა როგორც ნელსონის სამხატვრო გალერეა ან უბრალოდ ნელსონის გალერეა, 1983 წლამდე იყო რეალურად ორი მუზეუმი, შემდეგ მას ოფიციალურად ეწოდა ნელსონ-ატკინსის ხელოვნების მუზეუმი. ადრე აღმოსავლეთის ნაწილი ატკინსის სახვითი ხელოვნების მუზეუმის სახელწოდებით იყო, ხოლო დასავლეთ ნაწილი უილიამ როკჰილ ნელსონის ხელოვნების გალერეის სახელს ატარებდა.[7]
მუზეუმის მშენებლობის დაწყებისთანავე, ჰოვარდ ვანდერსლიცამ მუზეუმს შესწირა 8 აკრი (32,000 м²) მუზეუმის დასავლეთით, მუხის ქუჩის გასწვრივ, კანზას სიტის ხელოვნების ინსტიტუტისთვის, რომელიც შემდეგ გადავიდა დეარდორფის შენობიდან კანზას სიტის ცენტრში.
მუზეუმის მთავარმა კონტრიბუტორმა, უილიამ ნელსონმა მხოლოდ ფულადი სახსრები გამოყო დაწესებულების მშენებლობისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ მუზეუმის კურატორებს ნულიდან უნდა დაეწყოთ კოლექციების შეგროვება. დიდი დეპრესიის დროს, მსოფლიო ხელოვნების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ცოტა იყო მყიდველთა რიცხვი, რამაც ნელსონ-ატკინსის მუზეუმის კურატორებს შესაძლებლობა მისცა ეყიდა ძვირფასი მხატვრული ნამუშევრები და ამრიგად, მუზეუმი გახდა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი კოლექციის მქონდე დაწესებულება.
შენობის ერთ-ერთი ორიგინალური კომპონენტი იყო ნელსონის ოთახი, სადაც განთავსებული იყო ნელსონის წითელი სავარძელი და წიგნების თაროები. ოთახი დაიშალა 1988 წელს, რათა მოწყობილიყო ფოტოგრაფიის სტუდია.[8]
მუზეუმის გახსნისას, შენობის ერთი მესამედი, მუზეუმის დასავლეთ ნაწილის პირველი და მეორე სართულები დაუმთავრებელი დარჩა, თუმცა დაიგეგმა მისი შემდგომი გაფართოება. რეკონსტრუქცია დასრულდა 1941 წელს, ჩინური ფერწერების შესანახად და შენობის დარჩენილი ნაწილის გაფართოება დასრულდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ხულიან ზუგაზაგოიტიას დანიშვნამდე, მუზეუმს ოთხი დირექტორი ჰყავდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 archINFORM — 1994.
- ↑ 2.0 2.1 Library of Congress Library of Congress Name Authority File
- ↑ 3.0 3.1 Union List of Artist Names
- ↑ 4.0 4.1 4.2 Research Organisation Registry — 2019.
- ↑ „The 10 Best (New and Upcoming) Architectural Marvels“. Time. time.com. 13 December 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი 2021.
- ↑ Founders-Mary McAfee Atkins. The Nelson-Atkins Museum of Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-19. ციტირების თარიღი: 2021-09-25.
- ↑ Two Buildings, One Vision. The Nelson-Atkins Museum of Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-19. ციტირების თარიღი: 2011-03-10
- ↑ (1993) The Nelson-Atkins Museum of Art: Culture Comes to Kansas City. University of Missouri Press.