ნელი მგალობლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნელი მგალობლიშვილი
დაბადების თარიღი 23 ოქტომბერი, 1924
თბილისი
გარდაცვალების თარიღი მაისი, 2004
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ, საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა თეატრის მსახიობი

ნელი მგალობლიშვილი (დ. 23 ოქტომბერი, 1924, თბილისი — გ. მაისი, 2004) — ქართველი მსახიობი, პედაგოგი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. ამავე წლიდან ცხინვალის თეატრის ქართული დასის მსახიობია, 1948-1991 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეტრში. 1937-1988 წლებში თბილისში, ნაძალადევის რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მხატვრულ კითხვას ასწავლიდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ცხინვალის თეატრში: მარინა (ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი“), ლუიზა (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“); რუსთაველის თეტრში: ფაიხოში (დ. ერისთავის „სამშობლო“, ესმა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ნინო გრიბოედოვა (მ. მრევლაშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), ძიძია (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), რუსუდანი, მზექალა, მარინე (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, „გზა მომავლისა“, „საყდრის უფროსი“), შვენა (ა. აფხაიძის „არაგველები“), ცაბუ (ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია“), ამალია (შილერის „ყაჩაღები“), ოფელია, დეზდემონა, კორდელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მეფე ლირი“), ნინო (ო. ჭილაძის „აქვარიუმი“), მზევინარი (მ. აბულაძის „ვარსკვლავი ანათებს“), კეკე, შუშანა (გ. სუნდუკიანის „პეპო“), ირინე (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), კიტა (ა. აღლაძის „ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები“), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), თინა (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ირინა გოდუნოვა (ა. პუშკინის „ბორის გოდუნოვი“) და სხვა

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]