ნაჯათ ვალო-ბელქასემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნაჯათ ვალო-ბელქასემი
ნაჯათ ვალო-ბელქასემი
საფრანგეთის განათლების მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა26 აგვისტო, 2014
პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი
პრემიერ-მინისტრი  მანუელ ვალსი
წინამორბედიბენუა ამონი

ქალთა უფლებების, ქალაქების საქმეთა და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აპრილი, 2014 – 25 აგვისტო, 2014
პრეზიდენტიფრანსუა ოლანდი
პრემიერ-მინისტრიმანუელ ვალსი
წინამორბედიფრანსუა ლამი (ქალაქების საქმეთა)
ვალერი ფურნეირონი (სპორტის)
მემკვიდრემარისოლ ტურენი (ქალთა უფლებების)
პატრიკ კანერიი (სპორტის და ქალაქების)

ქალთა უფლებების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 2012 – 31 მარტი, 2014
პრეზიდენტიფრანსუა ოლანდი
პრემიერ-მინისტრიჟან-მარკ ერო
წინამორბედიკეტრინ ვორტინი

დაბადებული4 ოქტომბერი, 1977
ბნი-შიკერი, ნადორის პროვინცია, მაროკო
ეროვნებამაროკოს დროშა მაროკოელი;
საფრანგეთის დროშა ფრანგი
პოლიტიკური პარტიასოციალისტური პარტია
რელიგიაისლამი

ნაჯათ ვალო-ბელქასემი (ფრანგ. Najat Vallaud-Belkacem; დ. 4 ოქტომბერი, 1977, ბნი-შიკერი, მაროკო) — მაროკოული წარმოშობის ფრანგი პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1977 წლის 4 ოქტომბერს მაროკოს პატარა სოფელ ბნი-შიკერში. იგი მეორე შვილი იყო შვიდშვილიან ოჯახში. აქვს ესპანური და ალჟირული ფესვები. იგი ბნი-შიკერში 1982 წლამდე ცხოვრობდა, სანამ ოჯახთან ერთად საფრანგეთში საცხოვრებლად გადავიდოდა. 2002 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. აქ გაიცნო ბორის ვალო, რომელთანაც 2005 წელს შემქნა ოჯახი.

2002 წელს ბელკასემი სოციალისტური პარტიის წევრი გახდა. 2007 წელს მუშაობდა სეგოლენ რუაიალის მდივნად მისი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში.

2012 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ის ქალთა უფლებების მინისტრად და მთავრობის სპიკერად აირჩია. 2014 წელს კი გახდა საფრანგეთის განათლების მინისტრი, პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]