ბენუა ამონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენუა ამონი
Benoît Hamon
ბენუა ამონი Benoît Hamon
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი იველინიდან
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 ივნისი 2012

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აპრილი 2014 – 25 აგვისტო 2014
პრეზიდენტიფრანსუა ოლანდი
წინამორბედივინსენთ პეილონი
მემკვიდრენაჯათ ვალო-ბელქასემი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი 2012 – 31 მარტი 2014
პრემიერ-მინისტრიჟან-მარკ ერო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ივნისი 2004 – 7 ივნისი 2009

დაბადებული26 ივნისი, 1967 (1967-06-26) (56 წლის)
სენტ-რენანი, ფინისტერი, საფრანგეთი
მოქალაქეობასაფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიასოციალისტური პარტია
განათლებადასავლეთი ბრეტანის უნივერსიტეტი[1]
საქმიანობაპოლიტიკოსი
საიტიოფიციალური ვებ-გვერდი

ბენუა ამონი (ფრანგ. Benoît Hamon; დ. 26 ივნისი, 1967, სენტ-რენანი, ფინისტერი, საფრანგეთი) — ფრანგი პოლიტიკოსი, სოციალისტური პარტიისა და ევროპელი სოციალისტების პარტიის წევრი. 2017 წლის 29 იანვარს, სოციალისტების პრაიმერიზსში გამარჯვების შემდეგ, სადაც მეორე ტურში მანუელ ვალსი დაამარცხა, გახდა საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი.

ამონი, 2004-2009 წლებში, აღმოსავლეთ საფრანგეთიდან ევროპარლამენტის წევრი იყო. 2008 წლის „რეიმსის კონგრესის“ დროს, სოციალისტების მარცხენა ფრთის ლიდერი და მისი პირველი მოადგილის კანდიდატი იყო. 2012 წლის მაისში, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ბრძანებით, დაინიშნა ეკონომიკის, ფინანსთა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს, სოციალური ეკონომიკის მინისტრად და ამ პოსტზე, ორი წელი იმუშავა. 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე, მუშაობდა საფრანგეთის ეროვნული განათლების მინისტრად, მაგრამ პრეზიდენტ ოლანდის კრიტიკის გამო, იგი გაათავისუფლეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Revol, Michel (9 August 2007), "Le frondeur du PS", Le Point (Paris), ISSN 0242-6005, http://www.lepoint.fr/actualites-politique/2007-08-09/le-frondeur-du-ps/917/0/195700. წაკითხვის თარიღი: 2017-02-01 დაარქივებული 2014-10-07 საიტზე Wayback Machine.