ხელფეხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხელფეხასებრნი)
აიე-იე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ხელფეხასებრნი
გვარი:  ხელფეხა
სახეობა:  მადაგასკარული ხელფეხა
ლათინური სახელი
Daubentonia madagascariensis
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 6302

ხელფეხა მადაგასკარული, აიე-იე (ლათ. Daubentonia madagascariensis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ნახევრად მაიმუნების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 40 სმ, კუდისა — 60 სმ, მასა 2 კგ-მდე. აქვს დიდი თავი, მოკლე დინგი, დიდი ყურები, რბილი კუდი, ყველა თითზე ბრჭყალები, მხოლოდ ტერფის ცერზეა ბრტყელი ფრჩხილი. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. შეფერილია მუქი ყავისფერიდან შავამდე. გავრცელებულია მადაგასკარზე წვიმის ტყეებში. აქტიურია ღამით. იკვებება მანგოს ხისა და ქოქოსის პალმის ნაყოფით, ხოჭოებით, მატლებით და სხვა. მცირერიცხოვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]