ნაჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნაჩო ყველით, სალსათი და ზეთის ხილით

ნაჩო ჩიფსი არის მექსიკური კერძი ჩრდილოეთ მექსიკიდან, რომელიც მზადდება ტორტილასგან ან ტოტოპოსგან.[1] მას ზემოდან ამატებენ მდნარ ყველს(ან ყველისგან დამზადებულ სოუსს) და ხშირად მიირთმევენ საუზმეზე ან როგორც სასუსნავს. კერძის უფრო დახვეწილი ვერსიები მოიცავს სხვა ინგრედიენტებსაც და ზოგ შემთხვევაში მიირთმევენ როგორც მთავარ კერძს. ამ კერძის შექმნა იგნასიო "ელ ნაჩო" ანაიას დამსახურებაა 1940 წელს. თავდაპირველი ნაჩოები მზადდებოდა შემწვარი სიმინდის ტორტილას ჩიფსებისგან, რომელიც დაფარული იყო მდნარი ყველით და დაჭრილი ჰალაპენიოს წიწაკით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაჩო წარმოიშვა მექსიკაში, კოაუილაში, ქალაქ პიედრას ნეგრასში, ტეხასის საზღვართან.[2][3] იგნასიო "ნაჩო"(მისი ზედსახელი) ანაიამ ნაჩოები 1940 წელს შექმნა, როდესაც მამიე ფინანმა, რესტორნის ხშირმა სტუმარმა მას სთხოვა, მისთვის და კიდევ სამი ქალისთვის განსხვავებული სასუსნავი მოეტანა. ანაია სამზარეულოში გავიდა და თვალი მოჰკრა სიმინდის ტორტილას ახლად შემწვარ ნაჭრებს. კულინარიული შთაგონების მომენტში მან ნაჩოებს გამდნარი ყველი და ჰალაპენიოს ნაჭრები დაამატა. საჭმლის დაგემოვნების შემდეგ, ფინანმა ჰკითხა, რას ერქვა კერძს. ანაიამ უპასუხა: ”ვფიქრობ, მას უბრალოდ "ნაჩოს სპეციალობას" დავარქმევ". ანაიამ ტორტილები დაჭრა სამკუთხედებად, შეწვა, დაუმატა გახეხილი ჩედარის ყველი, გაათბო, დაუმატა დაჭრილი ჰალაპენიოს წიწაკა და მოართვა მსურველებს.[4]

ანაიამ ასევე გახსნა საკუთარი რესტორანი "ნაჩოს რესტორანი" პიედრას ნეგრასში. ანაიას თავდაპირველი რეცეპტი დაბეჭდილია 1954 წელს St. Anne's Cookbook- ში.

ნაჩო პროცესირებული ყველით

კერძი სწრაფად გავრცელდა ტეხასში და ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში. სიტყვა "ნაჩო" პირველად ინგლისურ ენაში გამოჩნდა 1950 წელს, წიგნში A Taste of Texas.

კერძის შეცვლილი ვარიანტი, წინასწარ მომზადებული ტორტილას ჩიფსებით და სპეციალური ყველის სოუსით, პირველად გამოიცა 1976 წელს მაღაზია Ricos Products-ის დამაარსებლის, ფრანკ ლიბერტოს მიერ, Texas Rangers-ის ბეისბოლის თამაშების დროს, ქალაქ არლინგტონში. ეს ვერსია ცნობილი გახდა როგორც "ballpark nachos". 1978 წლის 4 სექტემბერს, ორშაბათს ღამით, ბალტიმორ კოლტსა და დალას კავბოის შორის საფეხბურთო მატჩის დროს, გამხმოვანებელმა ჰოვარდ კოსელმა რამდენჯერმე ახსენა სიტყვა "nachos" და აღნიშნა, რომ ის ძალიან მოსწონდა. ამის შემდეგ მან მრავალჯერ ახსენა ნაჩოები პირდაპირ ეთერში, რამაც მისი პოპულარიზაცია გამოიწვია. ლიბერტო გარდაიცვალა 2017 წელს. [5][6]

დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგნასიო ანაია გარდაიცვალა 1975 წელს. მის საპატივცემულოდ, ბრინჯაოს დაფა დაიდგა პიედრას ნეგრასში და 21 ოქტომბერი ნაჩოს საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ანაიას ვაჟი, იგნასიო ანაია უმცროსი, იყო ჟიურის წევრი ყოველწლიურ ნაჩოს კონკურსში.

დღესდღეობით, ა.შ.შ-ში ნაჩოს დღე აღინიშნება 6 ნოემბერს.[7] ნაჩოს დაბადების ადგილას, პიედრას ნეგრასში, ყოველწლიურად, 13-15 ნოემბერს იმართება ნაჩოს ფესტივალი, სადაც "უდიდესი ნაჩოს" კონკურსიც მიმდინარეობს.

ნაირსახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაჩო ყველით და ხორცით

ნაჩოს ზოგიერთი ვერსია ტორტილას ნაცვლად მსგავსი მექსიკური ცომეულით, ტოსტადათი მზადდება, რომელსაც ზემოდან მდნარ ყველთან ერთად უმატებენ ლობიოს ან სხვადასხვა ხორცს, ასევე, ჩილის ძალიან ცხარე სოუსს.

ტრადიციული ნაჩოები მზადდება ტორტილას ცომისგან, რომელსაც ზემოდან ყველი და ჰაპალენიო აქვს მოყრილი, ზუსტად ისე, როგორც ანაიამ მოამზადა ის. ნაჩოების უმრავლესობა სამკუთხედია, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ფორმისაც. ყველაზე ხშირად მისი თანხლებით მიირთმევენ: ყველს, გუაკამოლის, სალსას, არაჟანს, ჰალაპენიოს და ზოგჯერ სალათის ფოთოლს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნაჩო&oldid=4134695“-დან