შინაარსზე გადასვლა

სალათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალათა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ასტრასნაირნი
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ღორისქადა
სახეობა:  სალათა
ლათინური სახელი
Lactuca sativa (L., 1753)

სალათა, ყრდელი[1] (ლათ. Lactuca sativa) — ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

კულტურაში გავრცელებულია თითქმის ყველგან. იზრდება ველურადაც. სალათა ჯერ ივითარებს ფესვთანური ფოთლების როზეტს (თავიანი სალათა პატარ-პატარა თავებს), შემდეგ - ძლიერ განტოტვილ საყვავილე ღეროს, რომლის სიმაღლე 60-120 ამ აღწევს. სიცივეგამძლე (აღმონაცენი იტანს მინუს 3-5 °C ტემპერატურას), სინათლისა და ტენის მოყვერული მცენარეა, იყენებენ საჭმელად. შეიცავს C, B, PP და სხვა ვიტამინებს, კაროტინს, რკინისა და ფოსფორის მარილებს. მოსავლიანობა 300-500 ც/ჰა. სალათის სახესხვაობებია ფოთლოვანი სალათა, თავიანი სალათა და რომენის სალათა.

საქართველოში უმეტესად ფოთლოვანი სალათის ადგილობრივი ფორმებია გავრცელებული. სალათა მრავლდება თესლით, ზოგჯერ ჩითილით.

  1. მაყაშვილი, ა., სალათა // ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი, გვ. 260, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961.