ნატიგ რასულზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნატიგ რასულზადე
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1949(1949-06-05) (73 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო
საქმიანობა მწერალი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა Flag of Azerbaijan.svg აზერბაიჯანი
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ-ის ხელევონების დამსახურებული მოღვაწე და დიდების ორდენი

ნატიგ რასულზადე (აზერ. Natiq Rəsulzadə; დ. 5 ივნისი, 1949, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი მწერალი, აზერბაიჯანის დამსახურებული ხელოვნების მოღვაწე (1999), დიდების ორდენის ლაურიატი (2009), აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი პენსიონერი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო მწერალი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატიგ რასულზაძე დაიბადა 1949 წლის 5 ივნისს ბაქოში. 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის ლიტერატურის ინსტიტუტი. 1979 წლიდან აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის, კინემატოგრაფისტთა კავშირისა და თეატრალური მხატვრების კავშირის წევრია. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია 40 სხვადასხვა ენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გამოაქვეყნა 40-ზე მეტი წიგნი აზერბაიჯანში, აშშ-ში, რუსეთში, უნგრეთში, ყოფილ იუგოსლავიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. მისმა ნამუშევრებმა მიიღო მრავალი პრესტიჟული ეროვნული და საერთაშორისო სალიტერატურო ჯილდო. 1984 წელს მას მიენიჭა ნ. ოსტროვსკის სახელობის საკავშირო პრემია. „თვითმკვლელობის დღიური“, „ღამის წამყვანი“, „ნონსენსი“, „სიყვარულის წელი“, „წვიმიანი დღესასწაული“, „კოშმარს შუა“, „ჩიტები“, „ვარსკვლავიანი გზები“, „ხაფანგი“, „ტკბილი“ და მისი სხვა მრავალი პოპულარული ნაწარმოების საფუძველზე და სცენარზე დაყრდნობით გადაიღეს „ნუ დაიჯერებთ ანგელოზებს“, „წვიმა დღესასწაულზე“, „იცოცხლე ოქროს თევზო“, „ვაჰიმა“, „დამკვეთი“, „მკვლელობა ღამის მატარებელში“, „რა ლამაზია სამყარო...“, „მძევალი“, „ჰიპნოზიორი“, „ჩვენ დავბრუნდებით“ და ათობით სხვა ფილმი. 2017 წელს, მწერლის სცენარის საფუძველზე აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში სპექტაკლი „მემე“ დაიდგა.[1]

1999 წელს მას აზერბაიჯანის დამსახურებული ხელოვანის წოდება მიენიჭა. რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. 2009 წელს მას გადაეცა დიდების ორდენი. 2015 წლის 21 დეკემბერს ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი პენსიონერი გახდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]