ნატახტრისთავი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ნატახტრისთავი | |
---|---|
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 1580 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ნატახტრისთავი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში. მდებარეობს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ბურსისა და ავანისხევის (ალაზნის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფზე. სიმაღლე 1580 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებით და ქვიშაქვებით. გუმბათისებრი ფორმისაა. სამხრეთ კალთაზე განვითარებულია ეროზიული ფორმები — ხევები. შემოსილია შერეული ფოთლოვანი ტყით (წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი და სხვა). სამხრეთ კალთაზე მდელოებია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 327.