ნატალი დესე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნატალი დესე
Nataliedessay12.PNG
ნატალი დესე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 აპრილი, 1965 (1965-04-19) (54 წლის)
დაბ. ადგილი საფრანგეთის დროშა ფრანგი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კოლორატული სოპრანო
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, ლოურენს ოლივიეს პრემია და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[1]
საიტი natalie-dessay.com
ნატალი დესე ვიკისაწყობში

ნატალი დესე (ფრანგ. Natalie Dessay; დ. 19 აპრილი 1965, ლიონი, საფრანგეთი) — ფრანგი ოპერის მომღერალი (კოლორატული სოპრანო). ფლობს უჩვეულო ფართო საშემსრულებლო რეპერტუარის დიაპაზონს — ი. ს. ბახის ბაროკოს სტილის მუსიკიდან , ჟაკ ოფენბახის ოპერეტების არიებამდე. აქვს მაღალ კოლორატულ სოპრანოს — იღებს მესამე ოქტავის ლას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანგ კოლორატურულ სოპრანო ნატალი დესეს ხმის სილამაზის გამო კრიტიკოსებმა „ფრანგული სასწაული“ დაარქვეს. მომღერალი ლიონში 1965 წლის 19 აპრილს დაიბადა. ნატალის ისე მოსწონდა ჰოლივუდის კინოვარსკვლავი ნატალი ვუდი, რომ თავისი სახელის ფრანგული დაწერილობიდან ასო ”H“-ი ამოაგდო, საკუთარი გვარი დესეი კი სცენისათვის ერთი ასოთი შეამოკლა.

ადრეულ ასაკში ნატალი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბორდოში გადავიდა. ქალიშვილი ბალეტზე ოცნებობდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის ბორდოს დრამატული ხელოვნების კონსერვატორიის სამსახიობო ოსტატობის და ვოკალურ განყოფილებებზე ჩაირიცხა. სწავლის ხუთწლიანი კურსი ნატალიმ ერთ წელიწადში დაასრულა. 1989 წელს, ვოკალისტთა კონკურსში „ახალი ხმები“ მეორე პრემიის მიღების შემდეგ, დესე პარიზის ოპერის სიმღერის სკოლაში ჩაირიცხა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ბასტილიის ოპერაში ცნობილი კინორეჟისორის რომან პოლანსკის მიერ დადგმულ ოფენბახის „გოფმანის ზღაპრებში“ ოლიმპიას პარტია იმღერა. ამას მოჰყვა ვენის ოპერაში შესრულებული ბლონდხენის პარტია მოცარტის ოპერაში „გატაცება სერალიდან“. შემდგომში „საფრანგეთის იმედი“ (სწორედ ასე უწოდეს ნატალის კრიტიკოსებმა) მღეროდა მსოფლიოს უმსხვილეს საოპერო თეატრებში, სადაც ასრულებდა წამყვან პარტიებს მოცარტის, იგლუკის, ბელინისა და რიხარდ შტრაუსის ოპერებში. ფრანგ საოპერო ვარსკვლავზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. 2001 წელს ბასტილიის ოპერაში მან უდიდესი წარმატებით იმღერა ლუჩიას პარტია დონიცეტის ოპერაში „ლუჩია დი ლამერმურ“.

ნატალი დესე ღამის დედოფლის როლში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“ ; 2000 წელი გარნეს ოპერაში, საფრანგეთი

სპექტაკლის დამთავრების შემდეგ მომღერალი ბევრჯერ გამოიძახეს სცენაზე – გიგანტური თეატრის ბოლომდე შევსებული დარბაზი ფეხზე ადგომით მიესალმა ნატალი დესეს. ასეთი თბილი მიღება ფრანგების მხრიდან არ იყო შემთხვევითი: საქმე ისაა, რომ ფრანგული ვოკალური სკოლა არ არის იმდენად მდიდარი ტალანტებით, როგორც, ვთქვათ,იტალიური ან გერმანული, და როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში სცენაზე გამოჩნდა სუსტი აღნაგობის ტანმორჩილი, ბრწყინვალე ნიჭით დაჯილდოებული დესე, ფრანგების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამწუხაროდ, სწორედ იმ პერიოდში იჩინა თავი ნატალის ხმასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა: მომღერალმა ვენის ოპერაში წინდაწინ დაგეგმილი ყველა სპექტაკლი გააუქმა, ხოლო 2002 წლის ივლისში მას ხმის იოგების ოპერაცია ჩაუტარდა. წარმატებული ოპერაციის შემდეგ, უკვე 2003 წლის თებერვალში, ნატალი სოლო კონცერტით გამოვიდა პარიზში, მაგრამ სულ მალე მას კვლავ დაეწყო ხმის პრობლემები, რასაც კიდევ ერთი ოპერაცია მოჰყვა - ორი უმძიმესი ოპერაცია ორი წლის განმავლობაში! ბევრს ეგონა, რომ დესეს ვოკალურ კარიერას წერტილი დაესვა - ბევრს, მაგრამ არა ნატალის. მან გადალახა ყველა დაბრკოლება და, შეიძლება ითქვას, ხელახლა ისწავლა სიმღერა. 2005 წლის შუაგულიდან მომღერალმა აქტიური სასცენო მოღვაწეობა განაახლა.

ცნობილია, რომ დესესთან მუშაობა არ არის იოლი. მას თავისებური ხასიათი აქვს - სწრაფად ფეთქდება, ვერ იტანს ხალტურას, მუშაობაში წვრილმანებამდე კირკიტაა. საოპერო რეჟისორი რობერტ კარსენი ასე წერს მომღერალზე: „ნატალი დესე იმდენად გახსნილია ნებისმიერი მოულოდნელობის მიმართ, რომ მასთან მუშაობისას არასდროს მეშინია ექსპერიმენტებისო“. ნატალი ოთხჯერ იყო ფრანგული პრემია „მუსიკალური გამარჯვებების“ მფლობელი, 2007 წელს კი საოპერო ხელოვნებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის მას ლოურენს ოლივიეს სახელობის პრემია მიენიჭა. 2009 წელს სან-ფრანცისკოს ოპერაში დესემ შეასრულა ვიოლეტას პარტია ვერდის „ტრავიატაში“. სპექტაკლში ჟორჟ ჟერმონის პარტია მისმა მეუღლემ,ცნობილმა ფრანგმა ბას-ბარიტონმა ლორენ ნაურიმ იმღერა. [2] [3]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • La Sonnambula (Bellini)
  • Die Zauberflote (Mozart)
  • Lucie de Lammermoor (Donizetti)
  • Orphée aux Enfers (Offenbach)
  • Les Contes d’Hoffman (Offenbach)
  • Mass in C Minor (Mozart)
  • Lakme (Delibes)
  • Mitridate (Mozart)
  • Alcina (Handel)
  • L’Orfeo (Monteverdi)
  • Vocalise (Rachmaninov)
  • Il Trionfo del Tempo e del disinganno (Handel)
  • Magnificat (Bach) and Dixit Dominus (Handel)
  • The Miracle of the Voice
  • Delirio- Cantatas (Handel)
  • Joyeux Noel (Voice-over work for soundtrack)
  • Mozart Heroines
  • French Opera Arias
  • Amor: Scenes and Lieder (R. Strauss)

ვიდეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • DVD: «The Miracle of the Voice — Greatest Moments on Stage».
  • DVD: Le Rossignol (Stravinsky)
  • DVD: La fille du régiment (Donizetti)
  • DVD: Hamlet (Thomas)
  • DVD: Manon (Massenet)
  • DVD: «La Sonnambula» (Bellini), The Met production 2009, DECCA

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]