ნატალია პოლონსკა-ვასილენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნატალია პოლონსკაია-ვასილენკო)
ნატალია პოლონსკა-ვასილენკო
უკრ. Наталія Дмитрівна Полонська-Василенко
დაბ. თარიღი 31 იანვარი (12 თებერვალი), 1884
დაბ. ადგილი ხარკივი
გარდ. თარიღი 8 ივნისი, 1973(1973-06-08) (89 წლის)
გარდ. ადგილი დორნშტადტი
საქმიანობა ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Mykola Vasylenko

ნატალია პოლონსკა-ვასილენკო ( უკრ. Ната́лія Дми́трівна Поло́нська-Василе́нко ; დ. 31 იანვარი, ხარკოვი — გ. 8 ივნისი, 1973, დორნშტადტი, ბადენ-ვიურტემბერგი ) — უკრაინელი ისტორიკოსი, მეორე ტალღის ემიგრანტი, ტარას შევჩენკო სახელობის სამეცნიერო საზოგადოების სრულუფლებიანი (1947 წლიდან) და აუგსბურგში უკრაინის თავისუფალი მეცნიერებათა აკადემიის (1948 წლიდან) წევრი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა რუსი დიდგვაროვნის, კიეველი ისტორიკოსის, გენერალ-მაიორის დიმიტრი მენშოვის და მარია მუხორტოვას (რომელიც წარმოშობით ეკუთვნოდა კურსკისა და ორიოლის დიდებულების შტოს) ოჯახში. 1901 წელს დაამთავრა კიევის ფუნდუკლეევსკაიას ქალთა გიმნაზია. 1905-1911 წლებში სწავლობდა კიევის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიურ განყოფილებაზე. 1909 წელს მუშაობდა ვ.ხვოიკოს არქეოლოგიურ ექსპედიციაში, 1913 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები კიევის წმინდა ვლადიმირის სახელობის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1910-1924 წლებში ასწავლიდა ისტორიასა და გეოგრაფიას გიმნაზიებში და ეკავა პროფესორების თანამდებობა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის კიევის უნივერსიტეტში . 1920-იან წლებში იგი დაეუფლა უკრაინულ ენას და მას შემდეგ ნაწარმოებებს ძირითადად უკრაინულად წერდა.

1923 წელს იგი ცოლად გაჰყვა უკრაინის სახელმწიფოს განათლებისა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ნიკოლაი ვასილენკოს, რომელიც მალე დააპატიმრეს და დაადანაშაულეს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში. მეუღლის ძალისხმევით, გარკვეული პერიოდის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ნიკოლაი ვასილენკო მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა 1935 წელს.

1918-1925 წლებში მუშაობდა კიევის არქეოლოგიურ ინსტიტუტში, 1924-1941 წლებში - სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემიაში (1934-1938 წლებში სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს). 1927-1932 წლებში იყო კიევის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი.[2]

1940 წლის ოქტომბერში, მოსკოვში, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”ნარკვევები სამხრეთ უკრაინის დასახლების ისტორიის შესახებ XVIII საუკუნის შუა წლებში (1734-1775)”.

უკრაინის გერმანული ოკუპაციის დროს იყო მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის (1941 წლის ოქტომბერი-დეკემბერი) და კიევის უძველესი აქტების ცენტრალური არქივის (1941 წლის დეკემბერი - 1943 წლის სექტემბერი) დირექტორი, გარდამავალი მუზეუმ-არქივის სამეცნიერო კონსულტანტი (1942). გარდა ამისა, შედიოდა კიევის საქალაქო მთავრობის ორგანიზაციული განყოფილების შემადგენლობაში. იგი იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ქალაქის ქუჩების სახელის გადარქმევაზე.

1943 წლის სექტემბერში, კიევის განთავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი გადავიდა დასავლეთში. 1943 წლის ოქტომბრიდან იყო ლვოვში უკრაინის ცენტრალური კომიტეტის ასისტენტი (ხელმძღვანელი ვლადიმერ კუბიოვიჩი ). 1944 წელს კითხულობდა ლექციებს პრაღაში უკრაინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი მიუნხენში გადაიტანეს, ნატალია 1945 წლიდან გახდა მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი, 1965 წლიდან კი დაიკავა უკრაინის ისტორიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 1966 წლიდან — უკრაინის თავისუფალი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანი.

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пилипчик, Я. І. (23 November 2020). "Наталя Полонська-Василенко: становлення особистості нової генерації". Вісник студентського наукового товариства ДонНУ імені Василя Стуса (უკრ. ). 2 (12): 96–99. Retrieved 11 March 2024.
  2. "Polonska-Vasylenko, Nataliia". www.encyclopediaofukraine.com. Retrieved 11 March 2024.