ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელი

ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 19 აპრილი, 1914 - გ. 26 აგვისტო, 1984) — არისტოკრატი მუხრანბატონების სახლიდან.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პავლოვსკში, თავად კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელისა და საიმპერატორო სისხლის თავად ტატიანა კონსტანტინოვნა რომანოვას ოჯახში. ნატალია "ნატაშა" აერთიანებდა ორ გამოჩენილ დინასტიას - ბაგრატიონებს და რომანოვებს. მისი ნათლიები იყვნენ იმპერატორი ნიკოლოზ II და მისი უფროსი ქალიშვილი ოლგა ნიკოლაევნა. ნატალია დედის მხრიდან სისხლით ენათესავებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს - იყო პრინცი ფილიპისა და პრინცესა მარინას მეორე რიგის ბიძაშვილი, და დედოფალ ელისაბედ II-ის მეოთხე რიგის ბიძაშვილი.

რუსეთის რევოლუციის შემდეგ ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად იუგოსლავიაში წავიდნენ. იუგოსლავიის პრინცის ტომისლავის მოგონებების თანახმად, ნატაშა იყო მისი ბავშვობის პირველი სიყვარული.[3]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატაშა მუშაობდა ლონდონში, ემიგრაციაში მყოფი იოგუსლავიის მთავრობისთვის. ის პირველად დანიშნული იყო ლეიტენანტ კრისტოფერ ფერნესზე, მაგრამ 1940 წელს საქმრო დაიღუპა და ქორწილი არ შედგა. შემდეგ ნატალიამ გაიცნო და 1945 წელს ცოლად გაჰყვა ბრიტანელ დიპლომატს სერ ჩარლზ ჯონსტონს. ისინი ერთად თარგმნიდნენ რუსულ კლასიკურ ლიტერატურას. შვილები არ ეყოლათ.[4]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდაიცვალა 1984 წლის 26 აგვისტოს ლონდონში, დაკრძალულია განერსბერის სასაფლაოზე[5]. მას ჰყავდა ძმა პრინცი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბაგრატიონები – სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა" – თბ. 2003 მუხრან-ბატონთა და ბაგრატიონ-მუხრანელთა გენეალოგია The Bagrations: Scientific and Cultural Heritage, Tbilisi, 2003, Genealogy of Lords of Mukhrani and Bagrations of Mukhrani
  2. Princess Natasha (née Bagration-Mukhransky), Lady Johnston National Portrait Gallery
  3. Memoari : Tomislav Karađorđević.
  4. British High Commissioner Sir Charles Johnston and Lady Johnston visit ABC studios, Gore Hill A New South Wales Government Site
  5. Natalia Konstantinovna Bagration-Mukhranskaya Johnston Find A Grave