ნასკა
იერსახე
ნასკა (ესპ. Nazca) — პერუს სამხრეთ სანაპიროზე მდებარე უდაბნო ფერდობი და ლითოსფერული ფილა. იგივე სახელწოდება გამოიყენება თავისებური არქეოლოგიური კულტურისადმი, რომლის აყვავებაც ძვ. წ. 300 და 800 წლებში დაფიქსირდა. სწორედ იმხანად შეიქმნა ნასკას ცნობილი ხაზები, საცერემონიო ქალაქი კახაუჩი და მიწისქვეშა აკვედუკების შთამბეჭდავი სისტემა, რომელიც დღემდე მოქმედებს.
1997 წლიდან ნასკა კანადელი მსხვილი კომპანიების მიერ ოქროს მოპოვების ადგილად იქცა. არადა, ბოლო 2000 წლის განმავლობაში ნასკაში მცხოვრებ ხალხს ამ მიწებზე უფლება არ ჰქონდა. ისინი ისე გადაასახლეს, რომ კანონთან არც კი შექმნიათ პრობლემა. ამის შემდეგ რამდენიმე მცდელობა იყო ადგილობრივი ღარიბი მოსახლეობის ამ მიწებზე უფლებების დაკანონებისა, თუმცა, საბოლოოდ გადაჭრით არფერი გარკვეულა.