შინაარსზე გადასვლა

ნარცეცხლა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარცეცხლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ხახვისთავა
სახეობა:  ნარცეცხლა
ლათინური სახელი
Centaurea iberica Trevir. Ex Spreng.

ნარცეცხლა (ლათ. Centaurea iberica) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორია, 20-60 სმ სიმაღლის, მონაცრისფრო-მწვანე, გაფარჩხულად დატოტვილი, ხაოიანი ბეწვით მოფენილი. ფესვთანური და ღეროსეული ფოთლები ფრთისებურად არის განკვეთილი, ხაზურ-ლანცეტა ფორმისაა. კალათები საშუალო ზომისაა, კვერცხის ფორმის, მარტოული. ყვავილები ვარდისფერ-მეწამული ფერისაა. იზრდება მთის ზედა სარტყლამდე მშრალ ქვიან ფერდობებზე, გზისპირებზე და მთის სტეპებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, მცირე და შუა აზიას.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნარცეცხლა“-დან