შინაარსზე გადასვლა

ნარიშკინ-შუვალოვების სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნარიშკინ-შუვალოვების სასახლე
Дворец Нарышкиных-Шуваловых
კოორდინატები 59°56′05″N 30°20′35″E / 59.934694° ჩ. გ. 30.343083° ა. გ. / 59.934694; 30.343083
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი ეკლექტიკა
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810667000

ნარიშკინ-შუვალოვების სასახლე (რუს. Дворец Нарышкиных-Шуваловых) — XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს მდინარე ფონტანკის სანაპიროზე. შენობა ტიპიურია ეკლექტიკის არქიტექტურული სტილისთვის, თუმცა შეიცავს კლასიციზმისა და ნეორენესანსის ნიშნებსაც.

სასახლე თავის თანამედროვე სტილში შენდებოდა რამდენიმე ეტაპად. სასახლის მარცხენა ნაწილი ააგეს ვორონცოვებმა 1780-იან წლებში უცნობი არქიტექტორის პროექტის მიხედვით. მარჯვენა ფლიგელი ძველ შენობას მიაშენეს 1821-1822 წლებში, სასახლის ამ ნაწილის ახალი მფლობელის დიმიტრი ნარიშკინის დაკვეთით (სავარაუდოდ, კარლ როსის პროექტის მიხედვით).

დიმიტრი ნარიშკინის შვილმა ემანუილმა უძრავი ქონება მიყიდა თავის ბიძაშვილ ლევ ნარიშკინს, რომლის მიერაც მოხდა შიდა სათავსოების რეკონსტრუქცია (არქიტექტორი ბერნარ დე სიმონი). 1844-1849 წლებში სასახლის შენობის ორივე ნაწილი გაერთიანდა ერთიანი ფასადით (არქიტექტორი ნიკოლოზ ეფიმოვი).

1846 წლიდან სასახლის მფლობელი გახდა სოფია ნარიშკინა და მისი მეუღლე პეტრე პავლეს ძე შუვალოვი, შემდეგ მათი შვილი და რძალი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1925 წლამდე მასში განთავსებული იყო აზნაურთა ყოფის ამსახველი მუზეუმი.

საბჭოთა პერიოდში სასახლეს არაერთხელ შეუცვალეს დანიშნულება. მის კედლებში განათავსეს ფოსტის სახლი, ტექნიკის სახლი, ხოლო 1965 წლის შემდეგ საზღვარგარეთის ქვეყნების ხალხებთან მეგობრობისა და მშვიდობის სახლი.

2001 წელს შენობის წინ ფონტანკის სანაპიროს აღმართში დადგეს სამახსოვრო ძეგლი „ბლოკადის ყინულჭრილი“.

2006 წლიდან მიმდინარეობდა სასახლის რესტავრაცია. 2013 წლის 19 ნოემბერს შენობაში ოფიციალურად გახსნეს ფაბერჟეს მუზეუმი.

  • Авгуль Л. Н., Крылова А. В. Дворец Нарышкиных-Шуваловых. — СПб: ООО "Алмаз", 1996. — 192 с. — (Знаменитые здания Санкт-Петербурга). — 5000 экз.
  • Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.
  • Мосякин А. Г. Жемчужное ожерелье Санкт-Петербурга. Дворцы, восставшие из пепла. СПб.: Паритет, 2014. Гл. 20. –– ISBN 978-5-93437-405-2.