ნანუმანგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნანუმანგა
მშობ. სახელი: ინგლ. Nanumanga
Tv-map.png
გეოგრაფია
06°20′ ს. გ. 176°25′ ა. გ. / 6.333° ს. გ. 176.417° ა. გ. / -6.333; 176.417
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 2,78 კმ²
ქვეყანა
საბჭო ნანუმანგას კუნძულოვანი საბჭო
დემოგრაფია
მოსახლეობა 589 (2002)
სიმჭიდროვე 211,871 ად. /კმ²

ნანუმანგა (ინგლ. Nanumanga) — ტუვალუს კუნძულების შემადგენელი კუნძული წყნარ ოკეანეში, პოლინეზიაში. ტუვალუს ადმინისტრაციული ერთეული (კუნძულოვანი საბჭო).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლის ხედი კოსმოსიდან.

ნანუმანგას აქვს ოვალის ფორმა. ფართობი — 2,78 კმ²[1][2] კუნძულს აქვს სამი ლაგუნა, მათგან ყველაზე დიდია ვაიატოა, რომელსაც აქვს ოთხი კუნძული. ხმელეთი დაფარულია მშრალი მცენარეულობით, სანაპიროზე არსებობს მანგროს ტყეები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანუმანგა 1781 წლის 5 მაისს აღმოაჩინა ესპანელმა მოვაჭრემ ფრანსისკო მაურელემ (ესპ. Francisco Maurelle). 1986 წელს არქეოლოგებმა კუნძულზე აღმოაჩინეს გამოქვაბულები, რომლებშიც შენარჩუნებულია ნანუმანგას ისტორიამდელი მოსახლეობის ცეცხლის კვალი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მონაცემებით ნანუმანგას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 589 ადამიანს. კუნძულის ერთადერთი დასახლებული პუნქტებია — სოფლები ტონგა (308 ად.) და ტოკელაუ (281 ად.).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Islands of Tuvalu. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-27.
  2. Nanumaga