ნამიგ მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნამიგ მამედოვი
სრული სახელი ნამიგ ზაჰიდ ოღლუ მამედოვი
დაიბადა 23 დეკემბერი, 1957
დაბადების ადგილი კიროვაბადი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ეროვნება დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მომზადება აზივა აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სასწავლებელი (1983)
ვილნიუსის სამხატვრო აკადემია (1988)
საიტი http://namiq.az/

ნამიგ ზაჰიდ ოღლუ მამედოვი (აზერ. Namiq Zahid oğlu Məmmədov; დ. 23 დეკემბერი, 1957, კიროვაბადი) — აზერბაიჯანელი მხატვარი. ცხოვრობს და მუშაობს ბაქოში, აზერბაიჯანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამიგ ზაჰიდ ოღლუ მამედოვი დაიბადა 1957 წელს ქ. განჯაში, აზერბაიჯანი. 1983 წელს დაამთავრა აზიმზადეს სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი, 1988 წელს — ლიტვის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (ვინიუსი) დაზგური ფერწერის განყოფილება. 2001–2006 წლებში და 2010 წლიდან — აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის გამგე.[1]

შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო 1982 წელს „ახალგაზრდობის შემოქმედებითი კვირეულის“ გამოფენაზე ორი ნაშრომის გამოფენით: „ჩვენი ბაღი“ და „გიმნასტიკა“. 1997 წლიდან აზერბაიჯანის მხატვართა საბჭოს წევრი. ნამუშევრები იმყოფება სახელმწიფო და კერძო კოლექციებში — თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ბაქო),რ. მუსტაფაევის სახელობის ხელოვნების მუზეუმში (ბაქო), თურქულ გალერეაში (ანკარა), ისლამური კულტურის ცენტრში (მოსკოვი), ნორვეგიაში, დანიაში, აშშ-ში, იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და სხვ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]