ნაინიტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ნაინიტალი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 29°23′31″ ჩ. გ. 79°27′15″ ა. გ. / 29.39194° ჩ. გ. 79.45417° ა. გ. / 29.39194; 79.45417
ფართობი 11.73 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2084±1 მეტრი
მოსახლეობა 41 377 (2011)[1]
სასაათო სარტყელი Indian Standard Time
სატელეფონო კოდი 5942
ოფიციალური საიტი http://nainital.nic.in/
ნაინიტალი — ინდოეთი
ნაინიტალი

ნაინიტალი ― ქალაქი ინდოეთის შტატ უტარაკჰანდში, კუმაონის დანაყოფის, ნაინიტალის რაიონის ცენტრი. ნაინიტალში მდებარეობს შტატის უზენაესი სასამართლო და უტარაკჰანდის იურიდიული დედაქალაქია. ქალაქში მდებარეობს უტარაკჰანდის გუბერნატორის რეზიდენციაც.[2] იყო აგრისა და აუდის გაერთიანებული პროვინციის საზაფხულო დედაქალაქი.[3]

ნაინიტალი კუმაონის მთისწინეთებზე მდებარეობს. შტატის დედაქალაქ დეჰრადუნიდან 276 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო ქვეყნის დედაქალაქ ნიუ-დელიდან ― 314 კმ-ის დაშორებით. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1 938 მეტრია და თვალის ფორმის ტბის, ნაინიტალის ხეობაში მდებარეობს. ტბის გარშემოწერილობა თითქმის ორი მილის ტოლია. ქალაქი მთებითაა გარშემორტყმული, რომელთა შორის უმაღლესია მწვერვალი ნაინა (ზღვის დონიდან 2 615 მეტრი) ჩრდილოეთით, დეოპათა (2 438 მეტრი) დასავლეთით, აიარპათა (2 278 მეტრი) სამხრეთით.

ეტიმოლოგია და მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად, ნაინის ტბა ერთ-ერთია 51 შაქტიდან, რომელიც ქალღმერთ სატის დაღუპვასთანაა დაკავშირებული. მწუხარებისა და დარდის გამო, შივა სატის სხეულთან ერთად მიმოდიოდა და სამყაროს ღრიალით აყრუებდა. ვიშნუმ სუდარშანა ჩაკრის გამოყენებით სატის სხეული 52 ნაწილად დაჰყო, რომლებიც დედამიწაზე ჩამოცვივდა და წმინდა ადგილებად იქცა. ადგილს, სადაც სატის მარჯვენა თვალი დაეცა, ნაინ-ტალი ან თვალის ტბა ეწოდა. ქალღმერთს ნაინა დევის ტაძარში სცემენ თაყვანს, რომელიც ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს და ადგილობრივები ნაინი მატას ტაძარს უწოდებენ.[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის საერთო ფართობი 11.73 კმ²-ია. გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 29.38° და აღმ. გრძედი 79.45°. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2 084 მეტრია. ყველაზე მჭიდროდ მიმდებარე მთების ფერდობებია დასახლებული, რომელთა სიმაღლეც 1 940 მეტრიდან 2 100 მეტრამდეა. ქალაქის მახლობლად უმაღლესი წერტილი მწვერვალი ნაინაა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 2 619 მეტრია. ქალაქი კუმაონის მთისწინეთებზეა გაშენებული, შტატის დედაქალაქ დეჰრადუნიდან 285 კმ-ის, ხოლო ქვეყნის დედაქალაქ ნიუ-დელიდან 345 კმ-ის დაშორებით.

ქალაქი ნაინიტალის ტბის ხეობაშია გაშენებული. ტბა ზღვის დონიდან 1940 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიგრძე 1 433 მეტრი, ხოლო სიგანე 463 მეტრია. ტბის გარშემოწერილობა თითქმის 2 მილია.[5] ტბის უღრმესი წერტილი პაშანდევის მახლობლად მდებარეობს და 85 მეტრის ტოლია. ნაინიტალის ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბა ბალია ნალათი საზრდოობს, რომელიც ნასხლეტის გასწვრივ მიედინება.

ნაინიტალი გარშემორტყმულია მთებით: აიარპატა (2 344 მეტრი ზღვის დონიდან), დევპატა (2 435 მეტრი), ჰანდიბანდი (2 180 მეტრი), ჩინი (2 612 მეტრი), ალმა (2 430 მეტრი), ლარია-კანტა (2 482 მეტრი) და შერ-კა-დანდა (2 398 მეტრი).[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ნაინიტალი ოკეანურ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ქალაქის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს სიმაღლე. ზამთარი მშრალია, ხოლო ზაფხული ძალიან ნალექიანი სამხრეთ აზიის მუსონის გამო. ყველაზე ნაკლებნალექიანი თვე ნოემბერია (7.9 მმ), ხოლო ყველაზე ნალექიანი ― ივლისი (725 მმ). ზომიერი რეგიონის სხვა ადგილების მსგავსად, ზაფხული შედარებით ცივია. ყველაზე ცხელი თვე ივლისია და ტემპერატურა 16.4 °C-დან (61.5 °F) 23.5 °C-მდე (74.3 °F) მერყეობს, ხოლო ყველაზე ცივი თვეა იანვარი, რომლის დროსაც ტემპერატურა 1.7 °C-დან (35.1 °F) 10.7 °C-მდე (51.3 °F) იცვლება. ნაინიტალში უმაღლესი ტემპერატურა 1972 წლის 18 ივნისს დაფიქსირდა და 30 °C (86 °F) შეადგინა, ხოლო ტემპერატურის მინიმუმი, −5.6 °C (21.9 °F), 1953 წლის 17 იანვარს დაფიქსირდა.[6]

ზამთრის სეზონი შუა ნოემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ნოემბრიდან ტემპერატურა ეცემა და იანვარში მინიმუმს აღწევს. დეკემბერსა და იანვარში ხშირია ყინვა და ნისლი. მთებში ზაფხული შედარებით ადრე იწყება, ვიდრე ვაკეზე და უფრო ხანგრძლივი და ტენიანია. ზაფხულის სეზონზე, ივლისსა და აგვისტოში საშუალო ტემპერატურა ეცემა და ტენიანობა იზრდება. მუსონი ჩვეულებრივ მაისის შუა რიცხვებში იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

ჰავის მონაცემები — ნაინიტალი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 18.4 21.7 24.6 28.0 29.6 30.0 26.1 26.6 24.6 24.8 21.4 21.8 30.0
საშუალო მაღალი °C 10.9 11.9 16.1 20.7 23.2 23.4 21.7 21.0 20.5 18.8 15.3 12.8 18.0
საშუალო დაბალი °C 1.7 3.3 7.3 11.8 14.3 16.2 16.3 16.0 13.7 9.7 5.8 2.9 9.9
რეკორდულად დაბალი °C −5.6 −4.3 −3.0 0.0 5.0 10.0 10.4 9.6 4.4 0.5 −1.1 −4.4 −5.6
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 82.4 66.1 57.1 33.8 72.4 339.1 685.4 556.4 346.3 54.7 7.7 23.9 2 305,3
წვიმიანი დღეები საშუალოდ 3.5 3.9 3.5 2.8 4.7 12.8 20.4 19.8 11.1 2.8 0.5 1.4 87.2
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 65 60 53 49 48 66 82 84 79 65 62 59 64
წყარო: India Meteorological Department[7][6]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bateman, Josiah (1860), The Life of The Right Rev. Daniel Wilson, D.D., Late Lord Bishop of Calcutta and Metropolitan of India, Volume II, John Murray, Albemarle Street, London.
  • Corbett, SAYUJ (2002), Inter H.G.S – Indian Culture in Daily Life., Oxford India Reprint
  • Corbett, Jim (2002), The Man Eating Leopard of Rudraprayag, Oxford India Reprint
  • Corbett, Jim (2002), The Temple Tigers and More Man-Eaters of Kumaon, Oxford India Reprint
  • Fayrer, Joseph (1900), Recollections of my life, William Blackwood and Sons, Edinburgh and London
  • Imperial Gazetteer of India, Volume 18, pp. 322–323., Oxford University Press, Oxford and London, 1908
  • Kennedy, Dane (1996), The Magic Mountains: Hill Stations and the British Raj, University of California Press, Berkeley, Los Angeles, and Oxford. 264 pages.
  • Kipling, Rudyard (1889), The Story of the Gadsbys, Macmillan and Company, London
  • Kipling, Rudyard (1895), Under the Deodars, Macmillan and Company, London
  • McLaren, Eva Shaw (1920), Elsie Inglis: The Woman with the Torch, Macmillan and Company, New York
  • M'Crindle, J.W. (1901), Ancient India: As Described in Classical Literature, Archibald ConstaHble & Company, Westminster
  • Murphy, C.W. (1906), A Guide to Naini Tal and Kumaun, Allahbad, United Provinces
  • Notes on Wanderings in the Himmala, containing descriptions of some of the grandest scenery of the snowy range, among others of Naini Tal, Agra Akhbaar Press, Agra

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.census2011.co.in/data/town/800331-nainital-uttarakhand.html
  2. Home: Raj Bhavan, Uttarakhand, India. ციტირების თარიღი: 25 December 2020
  3. History: History. ციტირების თარიღი: 25 December 2020
  4. View of Mallital, without the present Naina Devi Temple (1865) British Librar].
  5. 5.0 5.1 Pande 1993, p. 32
  6. 6.0 6.1 Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2020
  7. Station: Nainital Climatological Table 1961–1990. Climatological Normals 1961–1990 გვ. 581–582. India Meteorological Department (July 2010). ციტირების თარიღი: 31 March 2020