ნაიმა სალბომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაიმა სალბომი
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1871(1871-05-15)[1] [2]
დაბ. ადგილი სტოკჰოლმი[1] [3]
გარდ. თარიღი 29 მარტი, 1957(1957-03-29)[1] (85 წლის)
გარდ. ადგილი სტოკჰოლმი[3]
დასაფლავებულია ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[4] [5]
მოქალაქეობა  შვედეთი
საქმიანობა ქიმიკოსი[1] , Q28721657?[1] და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი[1] და ნევშატელის უნივერსიტეტი
მამა Gustaf Walfrid Sahlbom[6] [1] [2]
ჯილდოები Illis quorum[1]

ნაიმა სალბომი ( შვედ. Naima Sahlbom ; 15 მაისი, 1871, სტოკჰოლმი - 29 მარტი, 1957, სტოკჰოლმი ) — შვედი ქიმიკოსი, მინერალოგი და მშვიდობის აქტივისტი.

ბიოგრაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაიმა სალბომი დაიბადა 1871 წლის 15 მაისს სტოკჰოლმში, ინჟინერ-მშენებლის გუსტავ ვალფრიდ სალბომისა და მისი მეუღლის შარლოტა ბერნარდინას, ძე ჰალინის ხუთშვილიან ოჯახში .[7]

ნაიმამ ადრეული ინტერესი გამოავლინა მეცნიერების მიმართ. სტოკჰოლმის უოლინის სკოლის დამთავრების შემდეგ ( შვედ. Wallinska skolan ), იგი შევიდა სტოკჰოლმის კოლეჯში, სადაც მისი შესაძლებლობები ქიმიური ანალიზის სფეროში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მას განსაკუთრებით აინტერესებდა თიხები და მინერალები. 1894 წელს სალბომი გახდა სტოკჰოლმის გეოლოგიური საზოგადოების წევრი და იმავე წელს დაიწყო სწავლა უფსალას უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1896 წელს [8]

გარკვეული პერიოდის განმავლობაში სალბომი მუშაობდა სტოკჰოლმში, ქიმიურ-ტექნიკურ ბიუროში (შვედ. Kemisk-tekniska byrån ); შემდეგ გადავიდა ჰელსინკში. 1897 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი სტატია კუნძულ ალნოს ქანების ქიმიურ ანალიზზე; მეორე სტატია 1900 წელს უფსალის უნივერსიტეტის გეოლოგ იოჰან ანდერსონთან ერთად გამოაქვეყნა, რომელიც შეეხებოდა შვედეთში ფტორიდის შემცველობას ფოსფორიტში.[9] თუმცა, შვედეთში მუდმივი სამუშაოს პოვნა რთული იყო. ნაიმა სალბო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სტოკჰოლმის შვედეთის ბუნების ისტორიის მუზეუმში, რამაც საშუალება მისცა სასწავლებლად წასულიყო გერმანიაში, აახენში, სადაც ქიმიური ანალიზის გარდა, მან შეისწავლა რადიოაქტიური გამოსხივების ჩაწერის ფოტოგრაფიული მეთოდები. სალბო შემდეგ სწავლობდა ქიმიას და მინერალოლოგიას ბაზელში. 1910 წელს ნევშატელის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "კოლოიდური ხსნარების კაპილარული ანალიზი" ( შვედ. Kapillaranalyse kolloider Lösungen ) [8] და მიენიჭა დოქტორის ხარისხი.

სტოკჰოლმში დაბრუნებულმა ნაიმამ განაგრძო რადიოაქტიური ანალიზის მეთოდების შემუშავება, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი სპეციალობა გახდა. 1914 წელს მან გახსნა საკუთარი ლაბორატორია სტოკჰოლმში, სადაც სწავლობდა მინერალური წყლებს, ქანებს და მადნებს, ასევე ატარებდა ანალიზებს ქიმიკოსების, მინერალოგების, პეტროგრაფების და სამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით. [8] [9] 1907 და 1916 წლებში მან გამოაქვეყნა თავისი კვლევის შედეგები ბუნებრივი წყაროების რადიოაქტიურობასა და მათ მდებარეობის ქანების ბუნებას შორის ურთიერთობის შესახებ. [9]

ქიმიის სფეროში მიღწეული წარმატებების გარდა, სალბომი ცნობილი გახდა როგორც მშვიდობის აქტივისტი. ოცდახუთი წლის განმავლობაში იგი იყო ორგანიზაციია "ქალთა საერთაშორისო ალიანსი მშვიდობისა და თავისუფლებისთვის"(WILPF) (ან "ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის") შვედური განყოფილების აქტიური წევრი, ხოლო 1935 წელს გახდა მისი საპატიო პრეზიდენტი. 1946 წელს სოციალური საქმიანობისთვის დაჯილდოვდა მედლით Illis quorum. [9]

ნაიმა სალბომი გარდაიცვალა სტოკჰოლმში 1957 წელს 85 წლის ასაკში. [8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]