შვედეთის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შვედეთის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმი

შვედეთის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმი (შვედ Naturhistoriska riksmuseet) მდებარეობს სტოკჰოლმში; შვედეთი.

მუზეუმი 1819 წელს შვედეთის სამეფო სამეცნიერო აკადემიის მიერ დაარსდა, თუმცაღა, სათავეს ჯერ კიდევ 1739 წლიდან იღებს, როდესაც სამეცნიერო აკადემიამ მუზეუმის დასაარსებლად პირველი შეწირულობების მიღება დაიწყო. პირველი შეწირულობები ფართო საზოგადოებას 1786 წელს წარუდგინეს. მუზეუმი აკადემიას საბოლოოდ 1965 წელს გამოეყო.

აკადემიის კოლექციის ერთ-ერთი შემნახველი თავდაპირველად Linnaeus-ს სტუდენტი ანდერს სპარმანი იყო, რომელიც ჯეიმზ კუკთან ერთად იყო ვოიაჟებში ნამყოფი. მეორე ცნობილი გვარი მუზეუმ ის ისტორიაში სვენ ნილსენია - ზოოლოგი, პალეანთოლოგი და არქეოლოგი; მან არაორგანიზებული ზოოლოგიური კოლექციები შესწირა მუზეუმს ჯერ კიდევ მანამ (1828-1831), სანამ ლუნდში პროფესორის სახელით დაბრუნდებოდა.

სტოკჰოლმის ცენტრიდან დაშორებულ ფრესკატის უბანში მდებარე მუზეუმის თანამედროვე შენობები არქიტექტორ აქსელ ანდერბერგს ეკუთვნის, რომელმაც მუშაობა 1916 წელს დაასრულა. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მთავარი ნაგებობაც მოგვიანებით მუზეუმის სიახლოვეს დააფუძნეს. მუზეუმს აქვს IMAX კინოთეატრი, რომელსაც Cosmonova ეწოდება. კინოთეატრი შვედეთში ამავდროულად ყველაზე დიდი პლანეტარიუმია.