შინაარსზე გადასვლა

ნაია რივერა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაია რივერა

ნაია რივერა
დაბადების სახელი ნაია მარია რივერა
დაბადების თარიღი 12 იანვარი, 1987
ვალენსია, კალიფორნია,
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
გარდაცვალების თარიღი 8 ივლისი, 2020 (33 წლის)
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1991-დან დღემდე

ნაია მარია რივერა (ინგლ. Naya Marie Rivera) დ. 12 იანვარი, 1987, ვალენსია , სანტა-კლარიტა, კალიფორნია — გ. 8 ივლისი, 2020 ) — ამერიკელი მსახიობი. მან ცხოვრების მეტი ნაწილი ლოს ანჯელესში გაატარა. ნაიას წინაპრები პუერტო-რიკოს, აფრიკისა და გერმანიის მკვიდრნი იყვნენ. როდესაც იგი 8 თვის იყო დედამ ლოს-ანჯელესში წაიყვანა, სადაც შემდგომ მოდელი გახდა. ნაიას დიდი პოპულარობა მოუტანა სანტანა ლოპეზის როლმა, რომელსაც ტელესერიალ კლუბში ანსახიერებს 2009 წლიდან.

როგორც ბავშვი მოდელი, ნაიას ხშირად იღებდნენ სარეკლამო რგოლებში. როდესაც იგი 4 წლის იყო, სწორედ მაშინ შედგა მისი სამსახიობო დებიუტი. მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალ — „The Royal Family“ 1991 წელს.

1992 წლიდან იგი ეპიზოდურ როლებს ასრულებდა სერიალებში — „The Fresh Prince of Bel-Air“, „Family Matters“, „Live Shot“, „Baywatch“, „Smart Guy“, „The Jersey“, „House Blend“, „Even Stevens“ და „The Master of Disguise“. 2002 წელს კი მან მონაწილეობა მიიღო ჯგუფ B2K -ს კლიპში, სიმღერაზე „Why I Love You“. ამავე წელს მან ეპიზოდური როლი მიიღო სიტკომში – „The Bernie Mac Show“. ამის შემდეგ ნაიამ ეპიზოდური როლი შეასრულა ტელესერიალებში — „8 Simple Rules“ და „CSI: Miami“

2009 წელს, ნაიამ სერიალში — კლუბი, სანტანა ლოპეზის როლი მიიღო. პირველ სეზონში, ნაია უკანა ფლანგზეა გადაწეული, ამიტომაც ხშირი კრიტიკის მსხვერპლი ხდებოდა. მეორე სეზონიდან იგი უკვე სერიალის ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟად იქცა და მეხუთე ეპიზოდში — „The Rocky Horror Glee Show“, ნაიამ, პირველი სოლო სიმღერა შეასრულა. ამავე სეზონში გაირკვა, რომ მისი პერსონაჟი სანტანა, ლესბოსელია და სასიყვარულო გრძნობები გააჩნია მის მეგობარ ბრიტანის მიმართ.

2010 წელს რივერამ 61 ადგილი დაიკავა ყველაზე სექსუალური ქალების სიაში, რომელიც ჟურნალმა „Maxim“ გამოაქვეყნა. ხოლო 2011 წელს 49 პოზიციას დასჯერდა.

ფილმოგრაფია
წელი სათაური როლი
2002The Master of DisguiseCaptain America ბავშვი
2009Frankenhoodჰოტი
2011Glee: The 3D Concert Movieსანტანა ლოპეზი/საკუთარი თავი
ტელევიზია
წელი სათაური როლი
1991–1992The Royal Familyჰილარი უინსონი
1992–1993Family Mattersგუენდლინი
1993The Fresh Prince of Bel-Airსინდი
1993The Sinbad Showწვეულების სტუმარი
1995Live Shotანა
1996Baywatchუილა
1997–1999Smart Guyკელი
ტანია
1999The Jerseyგოგონა #2
2002House Blendჩოლი
2002Even Stevensჩარლინი
2002–2004Pajama Ramaსაკუთარი თავი
2002–2006The Bernie Mac Showდონა
2003Soul Foodლაურინი
20048 Simple Rulesსასიამოვნო გარეგნობის გოგონა
2008Girlfriendsახალგაზრდა ლედი
2008CSI: Miamiრეიჩელ კალავადო
2009–დღემდეGlee სანტანა ლოპეზი