ნათია თოდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნათია თოდუა
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 მარტი, 1996 (1996-03-12) (23 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2013–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები სამუ ჰაბერი

ნათია თოდუა (დ. 12 მარტი, 1996) — ქართველი მომღერალი, რომელიც ცნობილი გახდა The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის  მოგების შემდეგ. 

ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013-2016: ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათია თოდუა დაიბადა თბილისში, 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში, უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით. 

2013 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს „მაგთიfანში“, სადაც გაიცნო ჯგუფ „ვაკის პარკის“ წევრები, რომლებთანაც თანამშრომლობდა 2016 წლამდე.[1] 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს –  X-Factor Ukraine-ში.[2][3]

2016–დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია),  სადაც ო პერის პროგრამით დაიწყო მუშაობა.[4][5] მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად, შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.[6] გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს თოდუა დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე . [7][8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]