ნადოკრის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნადოკრის ეკლესია.

ნადოკრის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრაში, დგას სოფლის ცენტრში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. თაღოვანი შესასვლელი გაჭრილია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული სწორკუთხა სარკმელია, რომლის სამხრეთით და ქვემოთ თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო სარკმელია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. დასავლეთ სარკმელი სწორკუთხაა, ჩრდილოეთისა თაღოვანი. კამარა შეისრული ფორმისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]