ნადოკრის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნადოკრის ეკლესია.

ნადოკრის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრაში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია: ფასადებზე ამოცვენილია საპირე ქვების უმეტესი ნაწილი, ჩამოშლილია სახურავი საფარი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის შუაში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ერთი მცირე ზომის სარკმელია დასავლეთითაც, მისი ფორმა კვადრატს უახლოვდება. ეკლესიის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]