ნადოკრის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნადოკრის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადოკრაში, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატულია, სამსართულიანი. შემორჩენილი სიმაღლე 8 მეტრს აღწევს. ნაგებია რიყის ქვით. I სართული მთლიანად ამოვსებულია კედლებიდან ჩამონაყარი ქვებითა და მიწით. II სართულის გადახურვა ჩაქცეულია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში შემორჩენილია სამ-სამი საძელე ბუდე. III სართულის ჩრდილოეთ კედელში პატარა კარია, რომლის ზედა ნაწილი მორღვეულია. დანარჩენი კედლები ყრუა. სართული გადახურულია სხმული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]