ნადირ აბდურაჰმანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნადირ აბდურაჰმანოვი
ნადირ აბდურახმანოვი.jpg
დაიბადა 5 დეკემბერი 1925
დაბადების ადგილი ლაჩინი
გარდაიცვალა 26 ივლისი 2008 (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანი
სფერო პორტრეტი
მომზადება აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო სასწავლებელი (1947),
ი. ე. რეპინის სახელობის ინსტიტუტი ლენინგრადში (1953)
მიმდინარეობა პორტრეტი

ნადირ გამბარ-ოღლუ აბდურაჰმანოვი (აზერ. Nadir Qəmbər oğlu Əbdürrəhmanov; დ. 5 დეკემბერი, 1925, ლაჩინი — გ. 26 ივლისი, 2008, ბაქო) — აზერბაიჯანული სახვითი ხელოვნების წარმომადგენელი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი, აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადირ აბდურაჰმანოვი 1925 წლის დეკემბერს ლაჩინში დაიბადა. 1933 წელს აბდურაჰმანოვის ოჯახი ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად ოჯახის თავის სამუშაო ადგილიდან — აფთიაქის მართვის უფროსის საქმიანობიდან გამომდინარე. გამბარ აბდურაჰმანოვი ოცნებობდა თავისი შვილი პროფესიონალი ექიმი გამხდარიყო, მაგრამ არ ეწინააღმდეგებოდა მის გატაცებას სამხატვრო ხელოვნებით. ნადირმა უკვე მაშინ იგრძნო საკუთარი ბიძაშვილის, შემდგომში ცნობილი სკულპტორის, სახალხო მხატვრის ჯალალა გარიაგდის სასიკეთო ზემოქმედება საკუთარ თავზე.

თავდაპირველად ნადირი ბაქოს აღსაზრდელ ბავშვთა სამხატვრო სახლში იღებდა გაკვეთილებს, ხოლო 1940—1941 წლებში ის მოსკოვში, ნიჭიერ ბავშვთათვის შექმნილ სპეციალურ სკოლაში გააგზავნეს სასწავლებლად. როდესაც ომი დაიწყო, ბაქოში დაბრუნდა და ა. აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლის მეორე კურსზე ჩაირიცხა.

თუმცა ომი მიმდინარეობდა, და ამიტომ სულ სხვა პროფესიები იყო საჭირო. ამიტომ ნ. აბდურაჰმანოვმა სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა. მაგრამ მხატვრობისადმი დაუძლეველმა სიყვარულმა თავისი გაიტანა, ნადირი გადავიდა სამედიცინო განყოფილების საღამოს დასწრებულზე და ხელახლა დაუბრუნდა სამხატვრო სასწავლებელს. 1944 წელს, რესპუბლიკურ გამოფენაზე, მან პირველად გამოფინა თავისი ნახატი «დევნილები». როდესაც მან სასწავლებელში სწავლა დაასრულა, თან პარალელურად 1947 წელს ექიმის დიპლომიც მიიღო. ამავე წელს ის მიდის გადაწყვეტილებამდე: სერიოზულად დაკავდეს ფერწერით, მიიღოს აკადემიური განათლება, რისთვისაც ნ. აბდურაჰმანოვი გაემგზავრა ლენინგრადში. აქ მას ასწავლიდნენ ცნობილი ფუნჯის ოსტატები: ა. მილნიკოვი, ვ. ორეშნიკოვი. ამ მხატვრების თქმით მის ესთეტიკურ გემოვნებაზე, სულ მცირე, ზემოქმედება მოახდინეს ლენინგრადის დიდებულმა მუზეუმებმა: ერმიტაჟმა, რუსულმა მუზეუმმა და სხვა. 1953 წელს აბდურაჰმანოვმა ი. ე. რეპინის სახელობის ინსტიტუტი დაამთავრა.[1] 1960 წლიდან 10 წლის განმავლობაში ნადირ აბდურაჰმანოვი აზერბაიჯანის მხატვართა საბჭოს ხელმძღვანელობდა, ამავე წლებში არჩეულ იქნა ლუჩინსკის რაიონის დეპუტატად რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. 1960 წელს მხატვარმა მიიღო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, ხოლო 1964 წელს გახდა აზერბაიჯანის სსრ სახალხო მხატვარი. 1983 წელს ნადირ აბდურაჰმანოვს, აზერბაიჯანის ხელოვნების ინსტიტუტის სამხატვრო კათედრის გამგეს, პროფესორის წოდება მიენიჭა. 1985 წელს ყარაბაღში მცხოვრები ადამიანებისადმი მიძღვნილ ნამუშევართა ციკლისათვის, მას მიენიჭა აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემია. გარდაიცვალა 2008 წლის 26 ივლისს, 83 წლის ასაკში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Азербаиджанский государственный музеи искусств им Р. Мустатаева. — М.: Советский художник, 1961. — С. 16. — 98 с.
  2. Meltem Ergün, Vüsal ABDURRAHMANOV, Özlem SÖNMEZ, Başak ULUÇ. Endoskopik ultrasonografi rehberliğinde tümoral apse drenajı: Olgu sunumu // Endoskopi Gastrointestinal. — 2016-01-02. — С. 86–88. — ISSN 1302-5422. — doi:10.17940/endoskopi.466622.