შინაარსზე გადასვლა

ნაგოიის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაგოიის სასახლე

ნაგოიის სასახლე (იაპონ. 名古屋城) — იაპონური სასახლე, რომელიც მდებარეობს ნაგოიაში, იაპონიის ცენტრში. ედოს პერიოდის დროს ნაგოიის სასახლე იაპონიაში მნიშვნელოვანი სასახლე-ქალაქის, ნაგოია-ჯუკუს გული იყო, რომელიც მინოძის გზაზე საფოსტო სადგურს წარმოადგენდა და ხუთი სავაჭრო მარშრუტიდან ორის, ტოკაიდოსა და ნაკასედოს აკავშირებდა. ნაგოიას სასახლე სხვაგვარად გამოითქმის, როგორც მეიძო (名城). სახელწოდება გამოიყენებ მრავალი ადგილის დასახელებაშიც, როგორიცა მეიძოს პარკი, მეიძოს მეტროსადგური და მეიძოს უნივერსიტეტი, რაშიც ამ ისტორიული ნაგებობის კულტურული გავლენა იმჩნევა.

ოვარის პროვინციაში წინსვლისთვის სურუგას პროვინციის სამხედრო მმართველმა, უმაგავა უჯიჩიკამ, 1521-1528 წლებში, ტაიეის დროს, თავისი შვილის, იმაგავა უძიტოიოსთვის ნაგოიის სასახლის წინმორბედი სასახლე, იანაგი-ნო-მარუ ააგო. 1532 წელს ოდა ნობუჰიდემ იმაგავა უძიტოიოს სასახლე წრთვა, იქ დასახლდა და ნაგოიის სასახლე უწოდა. მისი ვაჟი, ოდა ნობუნაგა, სასახლეში დაიბადა 1534 წელს. 1555 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც ნობუჰიდემ ოდა ნობუტომო კიუსიუს სასახლეში დაამარცხა, თავისი რეზიდენცია კიუსიუს სსახლეში გადაიტანა. 1582 წლისთვის ნაგოიის სასახლე გაუქმდა.

იაპონიში მრავალი აჯანყების შემდეგ ტოკუგავა იეისაუმ 1609 წლის ნოემბერში ნაგოიაში სასახლის ხელახლა აგება გადაწყვიტა. მეიძის რესტავრაციამდე ნაგოიის სასახლე აყვავებული იყო და ტოკუგავას კლანის სამი შტოს სამკვიდროს წარმოადგენდა. სასახლის მშენებლობის ტექნოლოგია განვითარდა 1576 წელს ოდა ნობუნაგას (1534-1582) მიერ აზუჩის სასახლის აგების შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი ხუროთმოძღვარი, რომელმაც შენობა დააპროექტა, ნაკაი მასაკიიო იყო, რომელიც ადრე ნიძიოს, ედოს, ფუშიმისა და სუნპუს სასახლეთა მშენებლობაში იყო ჩართული. მან არსებული სასახლეებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის ტექნოლოგია და ტექნიკა გააანალიზა და ტოკუგავას სასახლეთათვის სტანდარტები შეიმუშავა.

ექსპო 2005-ის მომზადების პროცესში, დიდი რაოდენობით მნახველთათვის სასახლეში ინგლისურენოვანი დაფები და ჰონმარუს სასახლის ნახატების 3D ფილმი დაამზადეს. დანგრეული ჰონმარუს სასახლის განახლების სამუშაოები 2009 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდა.[1] 2009 წელს ნაგოიის მერმა, ტაკაში კავამურამ გამოაცხადა, რომ მთავარი კოშკები ხის მასალით აღდგებოდა, როგოც ეს მეორე მსოფლიო ომის წინ, თავდაპირველ ნაგებობას ჰქონდა. მთავარი კოშკების რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1 მილიარდი იენი იყო.[2][3] ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ გეგმა დაამტკიცეს და 2017 წლის ივლისში ფონდების მოძიების პროგრამა ოფიციალურად დაარსდა. პროგრამა მიზნად ისახავს მთავარი კოშკის 2022 წლისთვის განახლებას.[4][5][6]

ნიშინომარუ-ენოკიდას კარიბჭე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბჭე დღეისთვის ნაგოიის სასახლის მთავარი შესასვლელია. თავდაპირველი სტრუქტურა მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა და დონჯონთან ერთად 1959 წელს განაახლეს.[7]

ნიშინომარუ-ენოკიდას კარიბჭის ჩრდილოეთით ძველი ტორეიას კაკლის ხე (Torreya nucifera') ხარობს. მისი სიმაღლე 16 მეტრი, ხოლო ფუძე 8 მეტრია. ხე 600 წლისაა და სასახლის აგებამდე ხარობდა. ტორეიას კაკლის ხე სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ერთადერთი ბუნებრივი ძეგლია ნაგოიაში. 1945 წლის საჰაერო რაიდების შემდეგ დაზიანების მიუხედავად ხემ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნა.[7]

ოტე უმადეში პატარა თავდაცვითი კედელი იყო მეორე წინა კარიბჭის წინ, სასახლის კედლის წინ მხარეს. სასახლის ირგვლივ თხრილი ამ პუქტსა და ნიშინომარუს იცადვა, თუმცა იგი 1893-1930 წლებში ივსებოდა, როცა სასახლე იმპერიის გამოყოფილ სსახლედ იქცა, სხვა დროს კი თხრილი ცარიელი იყო, რადგანაც ის ტვირთის გადაზიდვას აფერხებდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Nagoya Castle Hommaru Palace.
  2. 名古屋城天守閣に木造復元構想 シャチホコも揺れる|旅行・レジャー|NIKKEI STYLE (2014-10-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-11. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
  3. 「天守閣」復元にかける夢 名古屋城建て替えで論争 :日本経済新聞 ja. ციტირების თარიღი: 2016-12-22.
  4. Newspaper, From the. (8 March 2017) Castle rebuilding projects in Japan can create appealing symbols of communities.
  5. Donations sought to rebuild Nagoya Castle in wooden form (16 July 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი 2019.
  6. 天守閣木造復元 金シャチ募金(名古屋城天守閣寄附金):名古屋城公式ウェブサイト. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-22. ციტირების თარიღი: 2019-12-06.
  7. 7.0 7.1 Nagoya Castle Map. Nagoya Castle Official Website (January 2011). ციტირების თარიღი: 5 March 2011.