მხევლის წიგნი (სერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მხევლის წიგნი (სერიალი)
The Handmaid's Tale
ჟანრი ტრაგედია, დისტოპია
რეჟისორი ბრუს მილერი
როლებში

ელიზაბეტ მოსი ჯოსეფ ფიენესი ივონ სტრაჰოვსკი ალექსის ბლედელი მადელინ ბრეუერი ენ დოუდი ო.ტ. ფაგბენლი მაქს მინგელა სამირა ვილი ამანდა ბრიუგელი

ბრედლი უიტფორდი
კომპოზიტორი ადამ ტეილორი
მწარმოებელი კომპანია Hulu
ენა ინგლისური

მხევლის წიგნი (ინგლ. The Handmaid's Tale) — 2017 წლის ამერიკული დისტოპიური სერიალი, რომლის რეჟისორია ბრიუს მილერი. დაფუძნებულია მარგარეტ ეტვუდის 1985 წლის ამავე სახელწოდების რომანზე.

შედგება სამი სეზონისაგან. დაგეგმილია მეოთხე და მეხუთე სეზონების გამოშვება.[1]

„მხევლის წიგნის“ პირველმა სეზონმა ემის ჯილდოს 13 ნომინაციიდან რვა კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. სერიალს ასევე მიღებული აქვს ოქროს გლობუსი საუკეთესო ტელესერიალისთვის დრამის ჟანრში. სერიალში შესრულებული როლისთვის ელისაბეტ მოსმა მოიპოვა ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი მოგვითხრობს გილიადისტოტალიტარული საზოგადოების — შესახებ.

გარემოს დაცვის პრობლემებისა და შემცირებული შობადობის წინაშე მდგარ გილიადას ფუნდამენტალისტური იდეოლოგია მართავს, რომელსაც ახასიათებენ, როგორც „ტრადიციულ ღირებულებებთან დაბრუნებას“. გილიადაში ქალების სექსუალურ მონებად ქცევით ცდილობენ მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას. სერიალში მთხრობელის როლში ერთ-ერთი ამ ქალთაგანი, მხევალი ჯუნი გვესახება, რომელსაც შემდგომში კომენდირის სახელის ზეგავლენით (ფრედი) „ფრედისას“ შეარქმევენ. ჯუნი ცდილობს გადარჩეს ტოტალიტარულ საზოგადოებაში და იპოვოს საკუთარი ქალიშვილი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მარგარეტ მიტჩელის რომანსა და მასზე დაფუძნებულ სერიალს შორის გილიადის რასისტული იდეოლოგიაა. წიგნის მიხედვით, შავკანიანი ქალები გილიადაში მხევლებად არ დაიშვებიან.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Hulu-მ სერიალი 2016 წლის აპრილში დააანონსა მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობთან, ელიზაბეტ მოსთან ერთად. სერიალის რეჟისორია ბრუს მილერი, რომელიც ასევე ითავსებს აღმასრულებელი პროდუსერის როლს დენიელ უილსონთან, ფრან სირსთან და უორენ ლიტლფილდთან ერთად. ეტვუდი ჩართულია როგორც მრჩეველი პროდუსერი. ელიზაბეტ მოსი ერთ-ერთი პროდუსერია.

სამირა უილი, მაქს მინგელა და ენ დოუდი ქასთს 2016 წლის ივლისში შეუერთდნენ, ხოლო ჯოსეფ ფიენესი, მადელინ ბრეუერი და ივონ სტრაჰოვსკი 2016 წლის აგვისტოში.

ტორონტოში, მისისაუგაში, ჰამილტონში, ბარლინგტონში, ოაკვილსა და კემბრიჯში 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე გადაღებების შემდეგ, Hulu-მ სერიალის პირველი სრული ტრეილერი Youtube-ზე 2017 წლის 23 მარტს დააანონსა, პრემიერა კი 2017 წლის 26 აპრილს შედგა.

სამსახიობო შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელიზაბეტ მოსი ჯუნ ოსბორნის/ფრესისას/ჯოზეფისას როლში — სერიალის მთავარი პროტაგონისტი.
  • ჯოზეფ ფიენესი კომენდირ ფრედ უატერფორდის როლში — გილიადის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
  • ივონ სტრაჰოვსკი სერენა ჯოი უატერფორდის როლში — ფრედის ცოლი და კონსერვატიული კულტურული აქტივისტი. გილიადის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
  • ალექსის ბლედელი დოქტორი ემილი მალეკის/გლენისას/სტივენისას/როისას/ჯოზეფისა #1-ის როლში — ერთ-ერთი მხევალი და გილიადის აქტიური მოწინააღმდეგე.
  • მადელინ ბრეუერი ჯანინ ლინდოს/ვარენისას/დანიელისას/ჰოვარდისას როლში — ერთ-ერთი მხევალი.
  • ენ დოუდი დეიდა ლიდიას/ლიდია კლემენტსის როლში — მხევლების მეთვალყურე. გამოირჩევა ძალადობრივი ქცევებითა და დასჯის ბრუტალური მეთოდებით.
  • ო.ტ. ფაგბენლი ლუკ ბენკოლის როლში — ჯუნის ქმარი გილიადამდე.
    ელიზაბეტ მოსი 2014 წელს
    ჯოზეფ ფიენესი 2018 წელს
  • მაქს მინგელა კომენდირ ნიკ ბლეინის როლში — კომენდირ უატერფორდის მძღოლი, რომელსაც რომანტიული ურთიერთობა აკავშირებს ჯუნ ოსბორნთან.
  • სამირა უილი მოირა სტრანდის როლში — ჯუნის საუკეთესო მეგობარი, ერთ-ერთი მხევალი.
  • ამანდა ბრუგელი რიტას როლში — მოახლე უატერფორდის სახლში.
  • ბრედლი უიტფორდი კომენდირ ჯოზეფ ლოურენსის როლში — კოლონიების დამფუძნებელი და გილიადის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ფიგურა.
  • სემ ჯაგერი მარკ ტუელოს როლში — ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუში, რომელთანაც სერენას ურთიერთობა აქვს კანადაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]