მხევლის წიგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მხევლის წიგნი“
ავტორი მარგარეტ ეტვუდი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი McClelland & Stewart
გამოცემის თარიღი 1985
წინამორბედი Bodily Harm
მომდევნო Cat's Eye

მხევლის წიგნი (ინგლ. The Handmaid's Tale) — კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის, ფუტურისტული დისტოპიური რომანი,[1] გამოქვეყნდა 1985 წელს. ნაწარმოებში მოქმედება მიმდინარეობს ახლო მომავალში, ახალ ინგლისში, პატრიარქალურ, ტოტალიტარულ სახელმწიფოში, გილეადის რესპუბლიკაში.[2] მთავარი პერსონაჟია ქალი სახელად ფრედისა, იგი მხევალთა კასტას მიეკუთვნება, რომელთაც მამაკაცებისთვის – გილეადის მმართველი კლასისთვის – ბავშვების გაჩენა ევალებათ.

რომანი იკვლევს ქალთა დაქვემდებარებას პატრიარქალურ საზოგადოებაში, ქალების გავლენისა და ინდივიდუალობის დაკარგვას, ქალთა რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვას და ასევე იმ სხვადასხვა საშუალებებს, რომლითაც ქალები წინააღმდეგობის გაწევას და ინდივიდუალობისა და დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ. რომანის სათაური მომდინარეობს ჯეფრი ჩოსერის „კენტერბერიული მოთხრობებიდან“, რომლის მონაკვეთებიც სწორედ ასეა დასათაურებული („ვაჭრის წიგნი“; „რაინდის წიგნი“; „პასტორის წიგნი“ და ა. შ.).

რომანისთვის ეტვუდმა 1985 წელს მიიღო კანადის გენერალ-გუბერნატორის პრემია, ხოლო 1987 წელს არტურ კლარკის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა. „მხევლის წიგნი“ აგრეთვე წარდგენილი იყო ნებულასა და ბუკერის პრემიებზე 1986 წელს. წიგნის მიხედვით 1990 წელს ფილმი, 2000 წელს ოპერა, ხოლო 2017 წელს სატელევიზიო სერიალი გადაიღეს.

რომანის მომდევნო ნაწილი, „აღთქმები“, 2019 წელს გამოქვეყნდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Handmaid's Tale Study Guide: About Speculative Fiction (22 May 2009).
  2. Isomaa, Saija; Korpua, Jyrki; Teittinen, Jouni (27 August 2020) New Perspectives on Dystopian Fiction in Literature and Other Media (English). Cambridge Scholars Publishing, გვ. 70. ISBN 978-1-5275-5872-4. „Although theonomy originally refers to the Biblical past, in fiction it can be seen as a possible form of futuristic dystopian society, as is evident in Margaret AtwoodГs The Handmaid's Tale (1985). The theonomic government ruled by Lord Protector Cromwell in The Adventures of Luther Arkwright is quite different from the one in Atwood's novel because there is a constant power struggle.“